რეგისტრირებული ფაქტები49996
სორტირება თარიღი მზარდობით
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისში ქართული სახალხო სკოლისთვის სახლის დაქირავება შესთავაზა, რასაც ოცი-ოცდაათი თუმანი დასჭირდებოდა და როცა სკოლის შემოსავალი გაიზრდებოდა, სკოლა თვითონ დაფარავდა საკუთარ ხარჯებს.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო. ესწრებოდნენ წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა დაოჯახებული იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ივანეს ძე ილურიძე თელავის მაზრის აგენტი იყო.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფლის სკოლისთვის მიეცათ 3-3 საჟენი შეშა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მასწავლებლებისთვის გრამატიკის, გეოგრაფიის, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან" და არითმეტიკის სახელმძღვანელოების შესაძენად პრემიის დანიშვნის შესახებ ადგილობრივ გაზეთში ინფორმაცია დაებეჭდა და სახელმძღვანელოების წარდგენის დროდ 1881 წლის 1-ლი იანვარი გამოეცხადებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გიორგი დავითის ძე შარაშიძე მასწავლებელი იყო.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი ცხოვრობდა ახალქალაქში.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 6 ნოემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სოფელ რუისის სკოლისთვის მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა და სტეფანე მელიქიშვილმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში 1880 წლის 1-ელი იანვრიდან გაზეთ „დროებისა“ და ჟურნალ „ივერიის“ საერთო რედაქციით გამოსვლის ნებართვის მისაღებად განცხადება შეიტანეს.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი გამოუყო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად 1-ლი დეკემბრიდან ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, 1880 წლის იანვარში ქუთაისში გაეხსნა ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მოხსენება 1880 წლის იანვარში ქუთაისში სათავადაზნაურო სკოლის გახსნის, სკოლისთვის საჭირო ნივთების შეძენისა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შესახებ.