ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47996

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1924 წლებში თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგულის მასწავლებელი ჯერ სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი − ქართულ გიმნაზიაში.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი დიმიტრი ჯანაშვილის გარდაცვალებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს დუტუ მეგრელის მეუღლე ანასტასია ერისთავი შვილებთან ერთად გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავას დააკისრა ქუთაისის სახაზინო პალატებისა და დაქვემდებარებული ხაზინების კომისრობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლამდე არტემ ახნაზაროვი არ მსახურობდა ძველ, მეფის რუსეთის არმიაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლამდე დუტუ მეგრელი არ მსახურობდა ძველ, მეფის რუსეთის არმიაში.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის იანვარში კავკავში გარდაიცვალა მიხეილ ბურდული, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა დარჩა. განსვენებულის ძმამ ეს ბიბლიოთეკა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას გადასცა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლიდან ალექსანდრე ჩინჩალაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს ემიგრაციიდან დაბრუნებული თედო სახოკია თბილისში ცხოვრობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს თედო სახოკია ფრანგულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თედო სახოკია ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ემიგრაციიდან თბილისში დაბრუნებული თედო სახოკია მეშვიდე გიმნაზიაში ქართულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია უცხოეთში იქამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ტახტს საბოლოოდ არ გამოეცალა დასაყრდენი.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იოსებ გობეჩია პარიზიდან რუსეთში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, დროებითმა მთავრობამ იოსებ გობეჩია კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად დანიშნა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა ნუცუბიძემ მაგისტრატურა დაამთავრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგვიანებით მიულოცა ახალი წელი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.