რეგისტრირებული ფაქტები51384
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიურ კრებაზე დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: სევასტი რამიშვილი, ბიქტორ რუხაძე, ალექსანდრე ზუხბაია, სერგი ქერქაძე, სანდრო ქუთათელაძე, გიორგი დოლაბერიძე, თამარა ღვინჯილია, გიორგი გრიგოლის ძე შანშიაშვილი, პეტრე შენგელაია, გიორგი შონია, ნინო ჩაჩანიძე, ივანე ჩაკვეტაძე, ნესტორ დიმიტრის ძე ცინცაძე, გრიგოლ ცეკვავა, მიხეილ ტოტიას ძე ცხომარია, იაკობ ცქირია, კონსტანტინე ცხვიტარია, არსენ ცეკვავა, ივლიანე ძიძიგური, ნიკო ძაძამია, სევასტი წულაია, ალექსანდრე მათეს ძე ჭავჭანიძე და თევდორე ხუხუბია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიურ კრებაზე დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: სამსონ ხუნწარია, ნესტორ ჯანჯღავა, ისიდორე ჯანჯღავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, აკაკი ჯაიანი, თეოფილე ბარბაქაძე, მიხეილ ივანეს ძე ბერულავა, ავქსენტი ბაღათურია, ნიკო გეგელაშვილი, ბახვა იოსების ძე გუგუშვილი, სპირიდონ კაჭარავა, იოსებ ლუკას ძე კიკნაძე, რაჟდენ ლევანის ძე საჯაია, გიორგი ივანეს ძე ტაბიძე, ალექსანდრე პავლეს ძე ღლონტი, ანტონ შალამბერიძე და ბესარიონ ჟვანია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: მიხეილ ჟვანია, ალექსი ქაიხოსროს ძე ჭელიძე, სილიბისტრო ფარულავა, პაკო ავიძბა, ანასტასია კონსტანტინეს ასული ნაჭყებია, ეკატერინე ნაჭყებია, ძუკუ თოფურია, ალექს გეგეშიძე, ისააკ ცანავა, ვარლამ კიზირია, დომენტი მომცემლიძე, ვლადიმერ კინწურეიშვილი, ერასტო ქუჩულორია, პავლე თოფურიძე, იოსებ ალექსანდრია, ვარლამ მგელაძე, მარიამ მგელაძე, ელენე შარაშიძე, ესტატე ლატარია, ალექს განგია, იონა გაბუნია, ანტონ ალმასხანის ძე ჩაჩავა, მელიტონ ესაკია, ელპიტე თოფურიძე, მარიამ რატიანი, ვლადიმერ გეგელაშვილი, მოსე გაგუა, ნიკო დგებუაძე, ყარამან შონია და კესარია ცომაიასი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, ვასო ალანია, გრიგოლ ამბაკოს ძე მახარაძე, ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი, გახუ პეტრეს ძე თურქია, რაფიელ იოსების ძე გოკიელი, პლატონ ლევანის ძე გელოვანი, ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია, იასონ თურქია, მიხეილ გეგეჭკორი, რაჟდენ თენგოს ძე შენგელაია, ილიკო მოსიძე და დათიკო მეძმარიაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც სოხუმის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: იოსებ ტოჩიას ძე ლოლუა, იაკიმე ლუარსაბის ძე გეგელაშვილი და მელიტონ შენგელაია, ხოლო მათ კონსულტატებად აირჩიეს: ვარლამ გოჩელეიშვილი და შამშე თოფურიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოსურმა დრამატულმა წრემ სახალხო სახლში ოსურად თარგმნილი ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ნოე გოცირიძემ (ცარიცინმა) 3 მანეთი შესწირა, გ. ბელქანიამ – 5, თ. აფხაზიშვილმა – მანეთი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, კარლო სიმონის ძე ჩხეიძე და პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე მესამე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროოს წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და კარლო სიმონის ძე ჩხეიძე მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 22 მაისს კისლოვოდსკში ქველმოქმედი სტეფანე სვიმონის ძე ელიაძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისს ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის სახლში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ნადიმი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის დარბაზში ქრისტეფორე კაპანაძემ წაიკითხა ლექცია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 მაისს ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილმა სტავროპოლში მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ კონცერტში, ჭიანურზე დაუკრა „პინტელე იუდი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი, ვასილ ქოჩიაშვილი და პოლიკარპე თალაქვაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს. სულ 66 ახალი წევრი მიიღეს.