ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი ჩხენკელი ტრაპიზონში თურქებთან მოლაპარაკებაზე წასულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, გენერალი ილია ოდიშელიძე კავკასიის ფრონტის უფროსის თანაშემწე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენი გეგეჭკორი ამიერკავკასიის უკუდაზვერვის ფონდს ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გენერალმა იოსებ გედევანიშვილმა ფედერალისტური ლეგიონი შეადგინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე, გენერალი გიორგი არჯევანიძე, პოლკოვნიკი გაგოშვილი და ივანე ჯავახიშვილი ქართული ჯარისთვის წესდებათა შექმნის, მათ სათარგმნელად და გამოსაცემად დაარსებული კომისიის წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ნოე ჟორდანიას თაოსნობით თავდაცვის საბჭო შეიქმნა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს მღვდელი ვანო გულისაშვილი და მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი ტიფით გარდაიცვალნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სტეფანე გიორგის ძე ახმეტელს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი თბილისის გარნიზონის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მე-4 ქართული კორპუსის შტაბის უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობ-მრეწველობის მინისტრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ვლადიკავკაზის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას მიწის მზომელთა სასწავლებელში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავამ თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკობ ფანცხავამ შეადგინა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკოს ფანცხავას შედგენილი მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი დაიბეჭდა გაზეთში „ახალი ნაკადი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გორის მაზრის სოფელ წითელ საყდარში თათართა შემოსევას შეფარებულ ლტოლვილთა შორის იმყოფებოდა ვასილ კოპტონაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს მესხეთ-ჯავახეთში თათართა შემოსევის დროს განადგურდა ვასილ კოპტონაშვილის ნაწერების დედნები.