ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ავქსენტი ცაგარლის საახალწლო ფელეტონი და პოეტური შარჟი ილია ჭავჭავაძეზე.

1864

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე შეხვდა თავის ქვისლს, დიმიტრი სტაროსელსკის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საახალწლო მილოცვა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გავლილი 1880 წელიწადი“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქუთაისის საოსტატო სემინარია“.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ ივანე მაჩაბლის თხოვნა საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1864 წელს ილია ჭავჭავაძე ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა მეუღლის, ოლღა გურამიშვილის ქუთაისში წასაყვანად.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წელს ილია ჭავჭავაძემ კოლეგიის რეგისტრატორის ჩინი მიიღო.

1864

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1864 წელს ილია ჭავჭავაძე სამსახურებრივი საქმიანობის გამო ქუთაისის მაზრის სოფლებში მოგზაურობდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 21 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ნანეიშვილს ბათუმში მისწერა და სთხოვა, ბათუმის სკოლის გახსნის თარიღი შეეტყობინებინა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძეს ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის ოჯახში უმასპინძლეს.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს კირილე ლორთქიფანიძემ ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ ქართული პოეტური ნაწარმოებების კრებულის გამოცემას აპირებდა და თავისი ლექსების სასწრაფოდ გაგზავნა სთხოვა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის სკოლა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს ჟურნალის „ფალანგა“ №6-ში დაიბეჭდა ოსკარ შმერლინგის კარიკატურა „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა“, რომლის ცენტრში გამოსახული იყო ილია ჭავჭავაძე ხელში ორი „ბავშვით“ – სერგეი მესხითა და ივანე მაჩაბლით.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1901 წლებში კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 4 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ტფილისის საურთიერთო სამეურნეო კრედიტის საზოგადოება“.

1864

ტიპი: ღონისძიება

1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელზეც საგლეხო რეფორმა განიხილეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ხელახლა გამოცემის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელშიც ივანე მაჩაბლის წინადადება მივლინების დროის წინასწარ განსაზღვრასთან დაკავშირებით გაზიარებული არ იყო.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობისა და სასწავლო პროგრამის დამტკიცების საკითხები განიხილეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია წინარეხის სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობის უპასუხისმგებლოდ შესრულების შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „მოკითხული საზოგადო ფული“ დასასრული. წერილი ილიას სახელით პირველად მის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.