რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: გრიგოლ კონსტანტინეს ძე შენგელია, სტეფანე ზურაბის ძე შენგელია, დავით ექვთიმეს ძე შენგელია, დათიკო სიმონის ძე შეწირული, მიხეილ ალექსანდრეს ძე შატბერაშვილი, კონსტანტინე ჩხენკელი და ნიკოლოზ შამანაური.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: დიმიტრი მიხეილის ძე ჩიგოგიძე, დათიკო გიორგის ძე ჭუბაბრია, მიტროფანე ჩიტია, მელქისედეკ ჩიღვინაძე, პეტრე ცომაია, სილოვან ცომაია და თეოფილე ცომაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, ნატაშა ლორთქიფანიძისა, მარიამ ღოღობერიძე და ალექსანდრე ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დავით ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, ნოე ავაკუმის ძე სვანაძე, ელისაბედ ჩხეიძია, ილია მუხურაძე და შ. ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს კონსტანტინე მოსეს ძე კავკასიძე, ესტატე ზურაბის ძე ლოლუა, ვასო კოსტაშვილი, აბრაამ ცომაია, ნ. გრიგოლაშვილი და ვახტანგ ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნ. ჩახავა, ვარ. ჩახავა, ალ. ჭუბაბრია, ეპიფანე უჩანეიშვილი, გრიგოლ ჭუბაბრია, ტოტია ჩხეიძე და გიორგი კოჩინევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მარია კოჩინევისა, მელიტონ ნინუა, დომენიკ პატკოვსკი, ტერენტი დანელია, ალექსანდრე მონიავა და ვიქტორ გრიგოლია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს შალვა თედორაშვილი, ნიკოლოზ ბეკოშვილი, კაპიტონ კალანდაძე, ვლადიმერ გახოკიძე, მოსე და ნიკოლოზ ივანეს ძე შენგელიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნიკოლოზ მონიავა, ესტატე გიორგიძე, ვასილ კელენჯერიძე, სვ. ბეჟანიშვილი, მ. მინდელი და ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნინო ბესარიონის ასული კელენჯერიძისა, ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე, ნოე ფილიპეს ძე აბრამიძე, ნესტორ ლევანის ძე მესხი და მ. მინდელისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დიმიტრი კიკნაძე, მარიამ კიკნაძისა, ვასილ ჭიჭინაძე, გრიგოლ იშხნელი, მარიამ იშხნელისა და იასონ ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ივანე ამბაკოს ძე ჩუბინაშვილი, დავით სვიმონის ძე სირაძე, სამსონ ჯომარჯიძე და მელქ. ფარცხალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ოქტომბერს ყარსში ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძის მოწვევით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების წინასწარი კრება გაიმართა. კრებას საზოგადოების წევრობის 35 მსურველი ესწრებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა N38 ბრძანებით, 1917 წლის 28 ოქტომბრიდან ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე ფიზიკის მასწავლებლად დაამტკიცა ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 ოქტომბრიდან ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე აფხაზი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ თავადაზნაურობის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივი ორგანოს დაარსებამდე შექმნა საბჭო და გამგებლობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა თავადაზნაურობის კუთვნილ ქონებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ ინტერპარტიულ საბჭოს თხოვნით მიმართა, განესაზღვრა მოსაწვევ წარმომადგენელთა რიცხვი, ვადები და შესაბამისი წინასწარი განკარგულებითი ქმედებები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ მოსაწვევ საბჭოს გადასცა ქონების გამგებლობის, მოვლისა და დაცვის რეგლამენტის და აგრეთვე, ბიუჯეტისა და შტატების შედგენის ვალდებულება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შედგა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობის საგუბერნიო საგანგებო კრება, სადაც დადგინდა, რომ თავად-აზნაურობის კუთვნილება, უძრავ-მოძრავი ქონება ქართველი ერის კუთვნილებაში უნდა გადასულიყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ნოემბერის ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების კომისარიატის განკარგულებით აგრაფინა ბერიძე ხონის მარინეს სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.