რეგისტრირებული ფაქტები51387
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტს 32 ვაგონი საკლავი საქონელი მოუვიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, იმერეთის სამღვდელოებამ დროებით მმართველობას მიმართა თხოვნით, რომ იმერეთიდან კათალიკოზის არჩევნებში მონაწილობის მისაღებად წავა სამასკაციანი დელეგაცია, რომელთათვისაც საჭიროა განსაკუთრებული მატარებელი. სამღვდელოების მმართველობა კომისარს სთხოვს რკინიგზის მმართველობის წინაშე შუამდგომლობას, რომ დელეგაციას დაეთმოს საგანგებო მატარებელი. გუბერნიის კომისარმა გრ. გიორგაძემ უკვე აცნობა რკინიგზის მმართველობას სამღვდელოებისათვის ცალკე მატარებლის დათმობის თაობაზე.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N17) იუწყება, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის გარდაცვალებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. რედაქცია იუწყებოდა, რომ გაზეთის N 14-ში შეცდომით იყო დასტამბული შემოწირულობა 4 მან. 50 კაპ. დავით მელქაძისგან, უნდა ყოფილიყო: ნინა ივანეს ასული მელქაძისა, რომელმაც გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად 4 მან. 50 კაპ შესწირა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 8 აგვისტოს თბილისში დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა აკაკი ჩხენკელის სახელზე გასცა მოწმობა კომიტეტის წევრობისა და მინიჭებული უფლებების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარის ნაცვლად დოკუმენტს ხელი მოაწერეს მიხეილ პაპაჯანოვმა და ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის საქმეთა მმართველმა სოშუმადოვმა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 9 აგვისტოს დავით მაჭავარიანი სახელმწიფო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მილიციის მიერ შედგენილი ოქმით, მათ ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციაში.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N18) ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა სტ. აბაშიძე, რომელიც ბეჟანოვის ქალს ველოსიპედით დაეჯახა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N18) ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ გაზეთის სასარგებლოდ შესწირა 10, მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ფონდის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ მაგდანა მგელაძემ შესწირა 5 მანეთი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იოსებ პეხუს ძე კვარაცხელია, ილია პავლეს ძე ჯოლოხავა, სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხვა, იოსებ საბას ძე ჭანია და დიტო კვაჯას ძე ჭანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სამსონ გოგოხია, პორფილე შოთას ძე ჯოლოხუა, შარუ ბიკუტას ძე ჯოლოხავა, მაქსიმე გვიტოს ძე და თეიმურაზ ქუჩუს ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მიხეილ ჩიქოვანი, სპირიდონ კადიბის ძე გარუჩავა, სიკო დუტუს ძე ჭანია, მიხეილ ჩონთას ძე და გიორგი ოთარის ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სტეფანე ბაკუტას ძე, ანდრო კვაცის ძე, კოწია, ნიკო და გოგია კიმოთეს ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მიწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელი წინაწარი კრება გაიმართა. სხდომას წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებაზე გადაწყდა, რომ განყოფილება ჯოლოხავების კუთვნილ სახლში განთავსდებოდა. კრებას სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავა თავმჯდომარეობდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 11 აგვისტოს ლუკა უტუს ძე ჯოლოხავა, პავლე კუფუიას ძე ბელქანია, ისაკი დიტოს ძე და დიტო კვაჯას ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ფუქის განყოფილების გახსნის დაჩქარება სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 აგვისტოს თბილისში მოსკოვის სახალხო ბანკის განყოფილების დირექტორად კონსტანტინე კანდელაკი დაინიშნა.