ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კომისიის მუშაობაში, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სახელმწიფო საბჭოში ამომრჩეველთა კანდიდატების დასახელება. კანდიდატებად ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი აირჩიეს.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ლევან ჯანდიერისგან, რომელმაც მისი ვექსილის საფუძველზე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა აცნობა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ვასილ კახიძემ დეპეშით აცნობა, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით, განსვენებულ რაფიელ ერისთავს თავისი სურვილისამებრ მშობლიურ სოფელ ქისტაურში დაკრძალავდნენ.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძეს ილია ჯორჯაძემ წერილით სთხოვა, თავისი საბანკო საქმის დასრულება, რადგან შიშობდა, რომ კრედიტორები არ დააცდიდნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ოფიციალურად აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების დადგენილება, რომლის თანახმად, მას მიეცემოდა პეტერბურგში გასამგზავრებელი ბილეთის საფასური და 14 დღის საცხოვრებელი თანხა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ორბელიანმა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა თავად-აზნაურთა სახელით დეპეშით მიულოცა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 7-8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ რუსული გაზეთის კორესპონდენტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო საბჭოში ის თავადაზნაურობამ აირჩია, მაგრამ მთელი საქართველოსა და ქართველთა ინტერესების დამცველი იქნებოდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისამ დეპეშით მიულოცა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან თბილისისკენ გამოემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ IV ნაწილი გამოქვეყნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 7 აპრილს ილია ჭავჭავაძემ სახელმწიფო საბჭოში არჩევის შესახებ პეტერბურგიდან დეპეშით შეატყობინა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის სექტემბერში ჟურნალ „Кавказский вестник“-ში ქართული ლიტერატურის შესახებ ალექსანდრე ხახანაშვილის წერილი გამოქვეყნდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ დასკვნითი, მეექვსე ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 სექტემბერს ანტონ ნატროშვილმა თავისი წიგნი „მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი. ისტორიულ-არქეოლოგიური აღწერილობა“ წარწერით უძღვნა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ოქტომბერში ჟურნალ „Кавказский вестник“-ში გამოქვეყნებულ ალექსანდრე ხახანაშვილის წერილს ქართული ლიტერატურის შესახებ უარყოფითი რეცენზიით გამოეხმაურა გაზეთი „კვალი“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 9 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს გიორგი და ალექსანდრე ცისკარიშვილებმა და დიმიტრი ჭავჭავაძემ დეპეშებით წარმატება უსურვეს სახელმწიფო საბჭოში.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ V ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ყიფშიძის ნარკვევის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთები მე-19 საუკუნეში“ მესამე ნაწილი გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 29 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 5 ოქტომბერს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას დასწრებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძემ და მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა ალექსანდრე ყიფშიძეს შეატყობინეს, რომ საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს და საწევროს გადახდა სთხოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ „ივერიის“ გამომცემელთა ამხანაგობის სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძეს შესთავაზა, 3000 მანეთის სანაცვლოდ „ივერიის“ გამოცემის უფლება და რედაქტორობა მისთვის გადაეცა. სარაჯიშვილმა თანხის მთლიანად გადახდისთვის 6 თვე მოითხოვა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 9 აპრილს გაზეთ „პეტერბურგსკი ლისტოკიში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო საბჭოს ახალი წევრების შესახებ. ამავე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ილია ჭავჭავაძესთან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის იყო „საერთოდ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 10 აპრილს პეტერბურგის გაზეთ „რეჩში“ დაბეჭდილ სტატიაში სახელმწიფო საბჭოს შესახებ ილია ჭავჭავაძე ახალარჩეულთაგან ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე დეპუტატად იყო დასახელებული.