ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციას 19 დეკემბრის სხომაზე მიღებული დადგენილების შესახებ. კერძოდ, გამგეების თანაშემწეები თავად სექციებს უნდა აერჩიათ და დასამტკიცებლად წარედგინათ კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და დავით ნახუცრიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა პავლე ინგოროყვას საკანონმდებლო კრებულის ტერმინოლოგიის ქართულად თარგმნის საჭიროების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გრიგოლ მაღალაშვილმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ ისაუბრეს უნივერსიტეტის მხრიდან ვალების დაფარვის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ გაიყიდებოდა მათი ქონება, კერძოდ, განის ქუჩაზე მდებარე სახლი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის ბანკის გამგეობას 50 000 მანეთის ორი თვის ვადით სესხების თაობაზე. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა გამოთქვა წუხილი, რომ იძულებული გახდა რუსულ ენაზე წაეკითხა პროექტი მობილიზაციის შესახებ, რადგან ქართულად მისი შესატყვისი ჯერ არ არსებობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ქართული ჯარის გაძლიერების შესახებ, რისთვისაც საჭირო იყო მობილიზაცია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა სომხეთის ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებულ ჯარის მობილიზაციის წინადადებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა მაზრებში ქართული ჯარის ადგილობრივი ნაწილების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ხაზი გაუსვა აღმასრულებელი კომიტეტების მიერ მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობას ქართული ჯარის გაძლიერებისა და მობილიზაციის საკითხში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა მუდმივი ჯარისგან დამოუკიდებლად სახალხო მილიციის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა. მათი მოვალეობა ქვეყანის შიდა საფრთხეებისგან დაცვა და რევოლუციის მონაპოვრის განმტკიცება უნდა ყოფილიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ ისაუბრა მობილიზაციის კუთხით, პარტიული პროპაგანდის საჭიროების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ელიავამ ისაუბრა მობილიზაციის გამოცხადების სირთულეების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ელიავამ არ დაუჭირა მხარი ჯარის მობილიზაციის პროექტს. მისი აზრით, ჯარში მსახურება ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ელიავამ მხარი დაუჭირა სახალხო მოლიციის შექმნის პროექტს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა საბჭომ უნდა დააფიქსიროს აზრი ოსმალეთთან ზავის დადებისა და ომის შეწყვეტის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია ჯარის ერთი კორპუსის შექმნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლომთათიძემ ისაუბრა მობილიზაციის პროექტის გადადების შესახებ. მისი აზრით, მოსახლეობისგან უარყოფითი რეაქციის შესამცირებლად ჯარის შეკრების დაწყებამდე მათ ინფორმირებაზე უნდა ეზრუნათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე გობეჩიამ მხარი დაუჭირა მობილიზაციისა და სახალხო მილიციის შექმნის პროექტს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი რცხილაძემ მხარი დაუჭირა მობილიზაციისა და სახალხო მილიციის პროექტების მიღებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ გამოთქვა აზრი, რომ მობილიზაციის პროექტზე კომიტეტმა ხალხთან ერთად უნდა იმუშაოს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ჟურულმა მხარი არ დაუჭირა მობილიზაციის პროექტის მიღებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ჟურულმა მხარი დაუჭირა სახალხო მილიციის პროექტის მიღებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძე დაეთანხმა ექვთიმე თაყაიშვილის აზრს, მობილიზაციისა და სახალხო მილიციის პროექტების პარალელურად განხილვისა და დამტკიცების აუცილებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ სახალხო მილიციის პროექტი უნდა იყოს მიღებული კანონის და არა, დებულების სახით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ მოიბილიზაციისა და სახალხო მილიციის პროექტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადა იყო შემუშავებული, ამიტომ სახალხო მილიციის პროექტის დამტკიცება არ უნდა გადადებულიყო.