ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა სახალხო მილიციის პროექტის გადადებას და მობილიზაციის პროექტთან ერთად დამტკიცებას უჭერდა მხარს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ სახალხო მილიციისა და მობილიზაციის პროექტები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო და შესაბამისად, ცალკ-ცალკე უნდა განხილულიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ქარცივაძე დათანხმდა მობილიზაციის კანონის განხილვისა და დამტკიცების გადადებას საზოგადოებისთვის მის გაცნობამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციით მოკრებილ ადამიანთა რიცხვი შეადგენდა 27 000-ს, ჯარის შესანახ ხარჯს გაიღებდა მთავრობა, ჯარისკაცის განსაზღვრული ანაზღაურება იქნებოდა 30-60 მანეთი, სახალხო მილიციაზე კი, არანაირი თანხა არ დაიხარჯებოდა, რადგან რაზმები ადგილობრივად იქნებოდნენ დაბანაკებულნი და სამსახურის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნდებოდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა წარადგინა განსახილველი საკითხები: სარევიზიო და საკონტროლო ორგანო, მობილიზაცია და დაწესებულებათა ნაციონალიზაცია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე, განიხილეს პროექტი სახალხო მილიციის შესახებ და მიღების ასაკად დააწესეს 17 წელი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა მობილიზაციასა და ქართული ჯარის გაძლიერებაზე ისაუბრა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განმარტა, რომ, მეორე პროექტის თანახმად, 32 წლამდე ახალგაზრდებისათვის, დეზერტირებისათვის, ასევე პირებისათვის, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის სხვადასხვა დაწესებულებაში მსახურობენ, სავალდებულო იქნებოდა ჯარში გაწვევა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა სამხედრო კორპუსების შესახებ და დასვა შეკითხვა ტყვია-წამლის გამოლევის შემთხვევაში, ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი მის უზრუნველყოფაზე. ნოე რამიშვილმა განმარტა, რომ მთიელთა მთავრობას ჰქონდა ნაკისრი ტყვია-წამლით მომარაგების პასუხისმგებლობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ისაუბრა ქართველი მაჰამდიანების შესახებ, რომელთაც აჭარის, ახალციხისა და ახალქალაქის მუსულმანთა წარმომადგენლობა ფულს ურიგებდა საკუთარ რაზმებში ჩასარიცხად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი; ესწრებოდნენ: ივანე გომართელი, დავით ჩიქოვანი, პავლე საყვარელიძე, სამსონ ფირცხალავა, შალვა ამირეჯიბი, იოსებ გედევანიშვილი, ევგენი როგავა, გიორგი გვაზავა, მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მესხი, შალვა მესხიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ნოე რამიშვილი, დავით ვაჩნაძე, გრიგოლ ნათაძე, ივანე გობეჩია, გერონტი ქიქოძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, რაჟდენ არსენიძე, გრიგოლ ვეშაპელი; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

პირები
გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ივანე გედევანის ძე გომართელი პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) ევგენი როგავა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი კონსტანტინე დავითის ძე მესხი შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე ივანე პავლეს ძე გობეჩია გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი (ი. ელეფთერიძე)
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განმარტა, რომ, პირველი პროექტის თანახმად, 19 წლის ახალგაზრდებისათვის ჯარში გაწვევა სავალდებულო იყო, გარდა მუსულმანებისა და ქრონიკული ავადმყოფებისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თანმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს პროექტი სახალხო მილიციის დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიკვეთა მობილიზაციის შესახებ პარტიული პროპაგანდის გავრცელების აუცილებლობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე მამრაძეს, ალექსანდრე ლომთათიძეს, კონსტანტინე შათირიშვილს, კოტე მესხს გაუგზავნა წერილი 28 დეკემბერს სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 დეკემბერს დავით ვაჩნაძემ საქართველოს ნაციონალური საბჭოს ფინანსურ სექციას წერილი გაუგზავნა სამხედრო შტაბების დასაარსებლად ერთჯერადად 13000 მანეთის ოდენობის დახმარების გაწევის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა რუსეთის ერობათა კავშირის ამიერ-კავკასიის დაწესებულებების ქართველ მოხელეთა წარმომადგენელმა გიორგი ჟორდანიამ კრებაზე მისი დასწრების აუცილებლობის შესახებ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისის კავშირგაბმულობის ინჟინერი იბრაჰიმ-ბეი გაიდაროვი დაინიშნა ბაქოს გუბერნიის კომისრად. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ, ევგენი გეგეჭკორმა და მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ლასხიშვილი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა ჯარის მოკლე ვადით მოწვევის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ მოითხოვა ჯარის მობილიზაციის პროექტში ექიმის მიღების პირობებისა და მოვალეობების დაზუსტება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ხალხში გავრცელდა აზრი, თითქოს ქართული ჯარი სხვა ერების ურთიერთშეტაკების მოსასპობად იგზავნება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წარადგინა განსახილველი საკითხები: მობილიზაციის პროექტი და რუსეთში მიმავალი ჯარების ეშელონების ბათუმის გზით გამგზავრება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ლასხიშვილი და პავლე საყვარელიძე, განიხილეს მობილიზაციის პროექტის მღვდლებსა და ბერებზე გავრცელების საკითხი .