ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმის დასაგეგმად წიწამურში პავლე ფშავლიშვილს მიაკითხეს გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილმა, ივანე სოლომონის ძე ინაშვილმა, გიგოლა ბერბიჭაშვილმა და „ვიღაც იმერელმა“, სავარაუდოდ, ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილმა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის დედა ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე იყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს მარიამ ვლადიმერის ასულ ადლერბერგთან ორი შვილი 11 წლის ვაჟი და 8 წლის ქალიშვილი ჰყავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ მას შემდეგ რაც მამაკაცებს ომში სიარული აღარ უწევდათ საშუალება მიეცათ თავიანთ სახლ-კარზე ეზრუნათ, თუმცა რადგანაც ხშირად იბრძოდნენ და სახლიდან მოშორებით იყვნენ, არაფერი გაეგებოდათ საოჯახო საქმეების. ამის გამო, კვლავ ქალს უწევდა ყველა საშინაო საქმის მოგვარება და ეს მათ მოვალეობადაც კი ითვლებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოცდაჩვიდმეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დავით გიორგის ძე ერისთავის პიესები თბილისის თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს და იუბილეს აღსანიშნავად 2 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოდგენას გამართავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე ზუგდიდის მაზრიდან მიიწვიეს მელიტონ კაციას ძე დადიანი და მისი ქალიშვილი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ის წერდა, რუსეთის მთავრობას მიაჩნდა, რომ ბერძნების მიერ იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრებისა და მამულების გაყიდვა რუსეთის უფლებების დარღვევა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი. მისი მტკიცებით, იერუსალიმის პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა იერუსალიმში მდებარე მონასტრები და მამულები საქართველოს საკუთრება რომ იყო და არა ბერძნების.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბერ-მონაზვნები მონასტრის საკუთრებაში არსებულ მიწებს მხოლოდ შემოსავლის წყაროდ იყენებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომლის მიხედვით, გუჯრები და წერილები მოწმობდა, რომ იერუსალიმში მდებარე მონასტრები ქართველების საკუთრება იყო, არა ბერძნების. მონასტრებს სხვადასხვა პირმა შესწირა მამულები, რომლებიც ადგილობრივი სასულიერო პირებისთვის მუდმივი შემოსავლის წყარო იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილიოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული ორმოქმედებიანი კომედია „ბაქი-ბუქის“ წარმოდგენასე. ეს პიესა ოთხი წლის წინ ერთადერთხელ იყო დადგმული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ 5 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე ოსტროვსკისა და სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“, რომელიც ქართულ სცენაზე მხოლოდ ერთხელ დაიდგა. ქართული თეატრი სიახლეებს მუდმივად სთავაზობდა მაყურებელს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს ბარბარე სოლომონის ასული ნაკაშიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ქ. ფოთიდან მიიწვიეს ფარნაოზ მიხეილის ძე გვიჩია. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან მიიწვიეს დავით გიორგის ძე ერისთავი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი, 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე სარაჯიშვილს მისწერა, რომ თანახმა იყო „ივერიის“ თანარედაქტორად მის დანიშვნაზე და მოვალეობების თანაბრად განაწილება შესთავაზა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე ოზურგეთის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს გრიგოლ დავითის ძე გურიელი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე შორაპნის მაზრიდან მიიწვიეს დავით ბორისის ძე ჩხეიძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე შორაპნის მაზრიდან მიიწვიეს გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაშიძე. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე შორაპნის მაზრიდან მიიწვიეს კონსტანტინე დიმიტრის ძე ერისთავი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე შორაპნის მაზრიდან მიიწვიეს ბეჟან დავითის ძე წერეთელი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე შორაპნის მაზრიდან მიიწვიეს სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს იაკობ გოგებაშვილის წიგნში „ბუნების კარი“ (მე-9 გამოცემა) დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; „სამეურნეო სკოლის გახსნისას სოფელ წინამძღვრიანთკარში წარმოთქმული სიტყვა“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“; ნაწყვეტები მოთხრობებიდან: „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!”

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე შორაპნის მაზრიდან დასასწრებად მიიწვიეს სიმონ როსტომის ძე წერეთელი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.