ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46044

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ უნივერსიტეტის რექტორის, ი. ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით დაიწყო უნივერსიტეტის სარეორგანიზაციოდ არჩეული კომიტეტის სხდომები. გადაწყდა სწავლების სისტემის შეცვლა, სასწავლებლად საუკეთესო განათლებული ძალების მოწვევა და სხვ. მსმენელები უმთავრესად მუშები იქნებიან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა კ. რატიშვილის „აგონია სარკეში“ (ძღვნად მგოსან აბაშელს).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძის წერილი, რომელშიც იგი ოსების ტყვეობიდან დაბრუნებული ოფიცრების, გვარდიელების, მილიციელების და სხვ. (354 კაცის) სახელით მადლობას უხდის ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველობას და მათ ეროვნულ საბჭოს, რომელიც დაეხმარა ტყვეობიდან გათავისუფლებაში, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს, კონსულის მოადგილე მღვდელ გიორგი ნათაძეს, მარიამ ოქროპირიძე-ცაბოლოვისას, არდონის მღვდელ ნიკოლოზ იტონიევს, ალაგირში მცხოვრებ გაბო კოჩოევს, საქართველოს მთავრობას და მის გამოგზავნილ პოლკოვნიკ ავქსენტი აბესაძეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი „საეკონომიო-საფინანსო წერილების“ (ბიუჯეტის გამო) ავტორია დ. თოფურიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ივლისს დეპ. აკაკი ჩხენკელი ჩავიდა ქუთაისში, სადაც კლუბ „ინტერნაციონალში“ მოხსენებით გამოვიდა, იქიდან გაემგზავრება ტყიბულში, ხონსა და სამტრედიაში, სადაც გააკეთებს მოხსენებებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტ. საგანმანათლებლო კომისია მეორე მუშათა კლუბში (პლეხანოვის გამზ. N129) გამართავს საღამოს ამ ბატალიონის აზერბაიჯანთან ბრძოლის დროს დახოცილ გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებას გააკეთებს სახალხო გვარდიის მთ. შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, იუწყება „ერთობა“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა და ხელოვანთა სასახლეს გადასცა დავით კლდიაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ნიკო სულხანიშვილის პორტრეტები.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავი თეატრის დეკორაციებზე მუშაობდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ე. წ. „ესთეტიურ საღამოზე“ ლექსები წაიკითხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქციამ მიიღო შემდეგი წიგნები: ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“, ვასილ ბარნოვის მონოგრაფია „არსენა“ და ანატოლი ლუნაჩარსკის „მეფის დალაქი“.

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ნიკოლაძემ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველის ბიუსტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისთვის.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის 15 იანვარს ქსენია ბეჟანიშვილმა ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს სასწავლებლის რუსული ენის პედაგოგიური კურსი დაასრულა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის პირველი სექტემბრიდან 1913 წლის 31 მაისამდე ქსენია ბეჟანიშვილი მარიამ იოსელიანის სახელობის ,,საბავშვო ბაღში’’ მასწავლებლად მიიწვიეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-14 სამოსწავლო წლიდან 1916-17 წლამდე ქსენია ბეჟანიშვილი მიიწვიეს რუსული ენის მასწავლებლად ქუთაისში, მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიის უმცროს კლასებში. მას ჰქონდა 24 კვირეული გაკვეთილი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 12 ოქტომბრიდან ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის განკარგულების თანახმად, ქსენია ბეჟანიშვილი დაინიშნა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიის მოსამზადებლ კლასში მასწავლებლად.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 2 დეკემბერს ქსენია ბეჟანიშვილი ქუთაისის დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. მას სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ყველა ნამსახური წელი, გარდა საბავშვო ბაღში სამსახურისა.

1919

ტიპი: თანამდებობა

გორის სამაზრო ერობის გამგეობა სთხოვდა დაბალი სკოლების მთავარგამგეს ანდრო ბეჟანოვის მასწავლებლად დანიშვნას ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში. 1919 წლის პირველი ოქტომბრიდან ის ჯავის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული განყოფილების მეხუთე კურსის სტუდენტმა დავით ბერეკაშვილმა განათლების მინისტრს ევროპაში სპეციალობის გაღრმავების მიზნით გაგზავნის თხოვნით მიმართა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბრიდან დარია თეოფილეს ასული ბერეკაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ოქტომბრიდან კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად დაინიშნა. მისი წლიური ხელფასი 546 მანეთი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 13 იანვარს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი თბილისის ფოსტაში ფოსტალიონად მიიღეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 20 მარტს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი არდაგნის ხაზინაში კანცელარიის მოსამსახურედ გადაიყვანეს.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის პირველ თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ რეინლანდიაში არ ეცხოვრა. მოკითხვა შეუთვალა კონსტანტინე კრომიადს და დავით ვაჩნაძის ავადმოყოფობის გამო მწუხარება გამოთქვა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის 8 დეკემბერს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი ტყიბულის ქვანახშირის კანტორაში ბუღალტერად მიიღეს.