ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51043

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმი ვერ გაამართლებდა მენშევიკების მოლოდინს და ერები დაჩქარებით გადავიდოდნენ ეროვნული მთავრობის დაარსებაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგია პრობლემების მოგვარებაში უნდა დაეხარჯა და არა სხვა ერების მორიგება-დაშოშმინებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა ქართველი ხალხის დასახული მიზნების მიღწევას. ერთდაერთი, რისი მიღწევაც მას შეძლო, ოსმალეთთან ზავის დადება იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელი შეეწყოს სეიმის შეკრებას და მუშაობას, რომელმაც უნდა დადოს ზავი ოსმალეთთან, შექმნას ძლიერი მთავრობა და გამიჯნოს ერები ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სეიმის რეკონსტრუქცია მოხდეს ეროვნული პარლამენტარიზმის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს სხვადასხვა მთავრობის უარყოფას და ანარქიის მოსპობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სეიმის მხრიდან ადგილობრივი მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წევრებს ამიერკავკასიის სეიმის გარდა სხვა გზების განხილვისკენ მოუწოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ქართული უნივერისტეტისა და ქართული გიმნაზიისთვის გამოიყო 40 000 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე წარადგინეს სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების პროგრამა, რომლის თანახმადაც გამეფებულ ანარქიასთან საბრძოლველად უნდა შედგენილიყო ცენტრალური მთავრობა რესპუბლიკური და კონსტიტუციური წყობილებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. საბჭოს დადგენილებით, სამხრეთ-ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი შემდეგ კრებაზე უნდა არჩეულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. საბჭოს დადგენილებით, ჯანმრთელობისა და ტექნიკურ საკითხთა სექციებს მიეცათ უფლება საბჭოს სხდომებზე თითო წარმომადგენლის დასწრებისა, რომელთაც სათათბირო ხმის უფლება ექნებოდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლად გიორგი გაგლოევი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ზაქათალის ოლქის წარმომადგენლად რაფიელ ივანიცკი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ მოისმინა ქონებათა გამგის, გიორგი გვაზავას მოხსენება ქართული უნივერსიტეტისა და ქართული გიმნაზიისთვის ოც-ოცი ათასი მანეთის დახმარების დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომამ მიიღო აკაკი ჩხენკელის წინადადება, გამოქვეყნებულიყო საბჭოს მიერ მიღებული დებულება სახალხო მილიციის შედგენის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ამიერკავკასიის სეიმის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ყველა ფრაქციამ დათანხმდა ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ დაადგინა, რომ ჯანმრთელობისა და ტექნიკურ სექციას ექნებოდა უფლება, მათგან თითო წარმომადგენლის გაგზავნისა სათათბირო ხმის უფლებით იმ საკითხების განხილვის დროს, რომელიც ამ სექციებს შეეხებოდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნების შესახებ. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში განუკითხაობამ დაისადგურა. არ არსებობდა ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისად ვერ ხდებოდა რეგიონების კონტროლი. უკონტროლობის გამო, რეგიონებშიც რომ არ წარმოქმნილიყო ქაოსი, ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ითავსებდა. ამის გარდა, საჭიროებამ მოიტანა, ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნების აუცილებლობაც.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი ვალერი კორნელის ძე პავლოვსკი. განცხადებას ხელი მოაწერა ევგენი გეგეჭკორმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საფინანსო სექციამ ქონებათა სექციას შტატების წარმოდგენის თაობაზე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო თანამშრომელთა ანაზღაურება და თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა თბილისის გუბერნიის კომისარიატს წერილი გაუგზავნა ძველი რეჟიმის დროს პოლიციელებად ნამუშევარი ხალხის დემოკრატიულ ორგანიზაციებში მონაწილეობის შესახებ და კატეგორიულად მოსთხოვა ეს პირები არ ყოფილიყვნენ რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულების სათავეში და არ მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ხელს აწერს პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

იმერეთის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი გიორგი მინას ძე აბაშიძე ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად 1-ელ – მე-4 კლასში დანიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობითი სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე.