ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სარაჯევი უკვე მისულა ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვთან, რომელიც მეორე ჯერზე უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. მისი თქმით, ახალი გარემოებები სარაჯევების წინაამღდეგ მეტყველებდა და თუმცა მათ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაეტოვებინათ ბინა, იგი ოჯახს სხვა ბინას გამოუყოფდა. ხარჯების ანაზღაურებაზე ფირუმოვს უარი უთქვამს და სარაჯევისთვის მასზე სასამართლოში ჩივილი შეუთავაზებია.

1861

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ჩატარებულ თავადაზნაურობის კრებაზე ბანკის წესდების შემმუშავებელმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძეს დააკისრა ფუნქციები ზედამხედველი კომიტეტისა, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ბანკის დაარსება. ასევე აირჩიეს ბანკის მმართველად და მიანდეს დირექტორების დასახელება. ილიამ დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი აირჩია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სასულიერო მუზეუმი დააარსა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სათავადაზნაურო სკოლისთვის 10 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვს სადილი გაუმართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ნინო ორბელიანის ლექსები 40 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“ მანეთად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის მიერ დაარსებული სასულიერო მუზეუმი თანდათან მდიდრდებოდა მანუსკრიპტებით, ხატებით, ძველებური საეკლესიო შესამოსლებითა და არქეოლოგიური ნივთებით.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს საზოგადოების დამფასებელი წევრის თანამდებობის დატოვება უწევდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდარი“ 45 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „სამგვარი სიყვარული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ეკატერინე გაბაშვილის სტატია „ზემო-ქართლელ დედაკაცის საკუთრება გლეხ-კაცის ოჯახში“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი „გეომეტრია“ 40 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მაისს მიტროპოლიტმა პალადიმ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის მეუღლის, ნადეჟდას სულის მოსახსენიებლად წლის წირვა და პანაშვიდი გადაიხადა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვეზირიშვილმა ქართულად თარგმნა „ფრანსილიონი“.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელი ისევ აირჩიეს გამგეობის წევრად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მღვდელი ნ. ლეონიძე მლეთის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა ნ. ლეონიძემ მლეთის სამრევლო სკოლის ოცამდე შეგირდი თავისი ხარჯით შემოსა ერთნაირი ტანსაცმლით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან რაჟდენ თომას ძე ხუნდაძის შედგენილი „ტიპიკონი“ მანეთად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძე სამი წლით აირჩიეს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელ წევრად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მაისს თავააზნაურთა წლიურ კრებაზე ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანიშვილმა, დავით კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილმა, გრიგოლ დავითის ძე ლოლაძემ, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა, გიორგი გივის ძე ციციშვილმა და ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილმა თავად-აზნაურთა დამფასებელი წევრობის კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი 3. 60 მანეთად იყიდებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის დეკემბერში ფოთის მოსახლეობა ელოდა, რომ ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე დროულად მოაგროვებდა თანხას ნავსადგურის შესაკეთებლად, რადგან გემები სანაპიროს ვერ უდგებოდნენ და მოსახლეობის ნაწილი უმუშევარი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხზე“.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შედგენილი ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის ერთი ეგზემპლარი რესპუბლიკური საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტში ინახებოდა.