ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ივნისს სოლომონ ჟორჟოლიანი, რომელმაც ახალციხის ფრონტზე მეომრებისთვის საჩუქრები წაიღო, თბილისში დაბრუნდა. მან ჩამოიტანა ამბები ფრონტის მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სომხებს საქართველოს ეროვნულ საბჭოში 10 წარმომადგენელი უნდა აეჩიათ. სოციალ-დემოკრატებმა კანდიდატებად სამსონ ფირუმოვი და არამ ივანიანი დაასახელეს, სოციალისტ-რევოლუციონერებმა – ლეონ თუმანოვი და ნიკოლოზ თარხანოვი, კადეტებმა – პ. ი. დოლუხანოვი და მარტიტოს ბარხუდაროვი, დაშნაკელებმა – დავიდხანიანი, მარკოზ ავეტისიანი და რ. ზორიანი. ასარჩევი დარჩა ერთი კანდიდატი, რომელზეც პარტიებივერ შეთანხმდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სექტემბერში კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე საბჭომ საპარლამენტო ენის შესახებ წინა სხდომაზე მიღებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, ოფიციალურ სახელმწიფო ენად ქართული აღიარეს, ხოლო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს საბჭოში დედაენაზე გამოსვლის უფლება მისცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართული ლატარიის ბილეთების საჯარო გაყიდვა დაიწყო. თანხა უნივერსიტეტსა და თეატრს უნდა მოხმარებოდა. აკაკი ხოშტარიამ ლატარიას 50 000 მანეთი შესწირა, მესტამბე ბართლომე კილაძემ – 2 000 მანეთი და ნაღდი ფულით 1000 მანეთის ბილეთები შეიძინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოჭაში ქართველების მიერ გამართულ კრებაზე განიხილეს ევგენი გეგეჭკორისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მიერ წამოჭრილი საკითხები ყუბანის მთავრობისა და მოხალისეთა რაზმის შესახებ და გადაწყვიტეს, ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობისთვის ერთხოვათ დახმარება, რადგან ალექსეევის მოხალისეთა რაზმი, რომელმაც სოჭის ოლქი დაიკავა, მუდამ შეეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თბილისის სახალხო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო. ლექტორებად სამსონ დადიანი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი პაპავა და ქრისტეფორე რაჭველიშვილი იყვნენ ჩაწერილები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საგანგებო ჟიურიმ მოისმინა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორები – ჩერეპნინი და აიზბერგი, კომპოზიტორი სამინსკი, პიანისტი ნიკოლაევი, დირიჟორები – სტოლერმანი და ცენოვსკი, ასევე არტისტები და თეატრის კომისარი ალექსანდრე წუწუნავა. მათ ოპერა ნამდვილ ქართულ ორიგინალურ, მხატვრულ ნაწარმოებად აღიარეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მიერ თბილისის მილიციის უფროსის, გრიგორ ესაიანცის სახელზე გაცემული განკარგულების თანახმად, თბილისის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი უფროსის, დეკანოზ ივანე ბუტირსკისთვის დაუყონებლივ უნდა ჩამოერთმიათ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლის, ივანე ნატროშვილისთვის ჩაებარებინათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს ჩრდილოეთ კავკასიის სოფელ ალაგირში მცხოვრები ქართველების წარმომადგენელმა, ილია უნგიაძემ, ოსებისგან თავის დასაცავად დახმარება სთხოვა. მინისტრი ზომების სასწრაფოდ მიღებას შეჰპირდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შალვა ნუცუბიძემ კონსერვატორიის დარბაზში წაიკითხა ლექცია „პიროვნების თავისუფლება და ქალთა ემანსიპაცია“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, მომარაგების სამინისტრომ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონიდან სომხეთში ხორბლისა და სურსათის გატანის შესახებ აცნობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბორჩალოს მაზრის მილიციის უფროსს ნეიტრალური ზონიდან ხორბლის გატანის საწინააღმდეგოდ სასტიკი ზომების მიღება უბრძანა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სახაზინო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დაიდგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რაიშვილმა ყველა სამაზრო ერობას დაუგზავნა ცირკულარი, რათა გაეცათ განკარგულება, რომ სამაზრო ადმინისტრაციას ჯარში გასაწვევი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ გასასვლელი მოწმობები არ მიეცათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აკაკი ჩხენკელი საქართველოს წარმომადგენელი იყო გერმანიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიმართა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის სასარგებლოდ გაიმართა დილა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ, სიკო ფაშალიშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ, კონსტანტინე ჭიჭინაძემ და სხვებმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 დეკემბერს გორში, ადგილობრივ კლუბში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრმა ქრისტეფორე რაჭველიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ევროპა და საქართველო“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე. ღონისძიებას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საქართველოს მისიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი სტამბოლში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს გადახდილ პანაშვიდს დაესწრნენ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, სამხედრო სამინისტროს წარმომადგენლები და სხვ. ლეონიდე ოქროპირიძის სიტყვის შემდეგ სამხედრო მინისტრმა შეკრებილებს მიმართა.