რეგისტრირებული ფაქტები52189
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა რევაზ გაბაშვილი; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, დავით ახმეტელაშვილი, ავთანდილ კვიტაშვილი, გიორგი ბაქრაძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს ზურნაბადის სადგურის მნიშვნელობის შესახებ და გამოითქვა აზრი სადგურის გადმოტანის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხში გარკვევა და მოხსენების წარმოდგენა დაევალა გიორგი ბაქრაძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს რევაზ გაბაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დაადგინეს წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სამი ათას ექვსასი მანეთის გადაცემის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 23 მარტს ტრაპიზონის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ ოლთის ოლქის, არდაგანის სამხრეთ ნაწილის, ყარსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა და კაგიზმანის ოლქის დასავლეთ ნაწილის დათმობის შესახებ განაცხადა, სომხეთის თვითგამორკვევის საკითხს კი შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს და ატყობინებს ვეჰიბ-ფაშასგან მიღებულ კერძო ინფორმაციას ხოფის რაიონში ჭურვების ჩამოყრასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის 7 საათზე ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო ულტიმატუმი თურქეთის ხელისუფლებისაგან, რათა 48 საათის განმავლობაში ეცნობებინათ საბოლოო პოზიცია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის გამგეობამ დაადგინა, სახლის კომიტეტებს, გარდა სურსათის განაწილებისა, დაევალოთ ბინის საქმე და სანიტარული მდგომარეობის მიხედვა. ამ საკითხის ინსტრუქციის შესადგენად აირჩიეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: კალუჟნი, პოპოვი, ფირუმოვი, დავიდხანიანი, გეპშტეინი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასწრაფოდ საჭიროა შეირაღებული ძალების ფორმირება სოფელსა და ქალაქში ანარქიისა და უწესობის აღსაკვეთად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ბერძენთა პოლკის უფროსი ქონების დატაცების წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ იღებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნეს, რომ წალკაში დეზერტირების დასაჭერად და იარაღის ჩამოსართმევად გაგზავნილი შეიარაღებული რაზმი დეზერტირებს შეუერთდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, 1918 წლის იანვარში დაარსებულ ბერძენთა პოლკში გაწევრიანებულნი იყვნენ ადამიანები განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომ წალკიდან მოსული ბერძნები პოლკში მხოლოდ იარაღის დასაპატრონებლად და ქონების შესაძენად წევრებიანდებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბერძენთა პოლკის ჯარისკაცებს არქივიდან გამოჰქონდათ რომანოვების ნივთები და ანიავებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რევოლუციური ორგანოები იარაღს ურიგებდნენ თათრებს და არა ქრისტიანებს, რაც მოსახლეობას აღიზიანებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობა შეწუხებული იყო ბერძენთა მხრიდან ქონების დატაცებით. საქმეში ჩართულნი იყვნენ ასევე ბერძენი მღვდელი გარიბოვი, პოლკოვნიკი ევანგელიდი, პროპორშჩიკი აკრიტოვი და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის კასის ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნული იყო შემოსავლები. კერძო პირები – 5600 მანეთი, კოოპერატივი "ამხანაგობა" – 2939 მანეთი, მევენახეობა "კახეთი" – 3491. სესხები: ამიერკავკასიის ბანკი – 49250, ქონების სექცია – 5900, თბილისის ბანკი – 5000, ილია ზურაბიშვილი – 2500.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო სასწრაფოდ მისაღები ზომები: 1. მე-3 პოლკი მანგლისიდან წალკაში გადაყვანა; 2. პოლკიდან პრაპორშიკ აკრიტოვის დათხოვნა; 3. მღვდელი გარიბოვისთვის გაფრთხილების მიცემა, რომელიც მხილებული იყო პროვოკაციული ატმოსფეროს შექმნაში; 4. პოლკოვნიკი ევანგულიდის გასამართლება; 5. ადგილობრივი ბატალიონისთვის სახელის შეცვლა; 6. სხვადასხვა სოფლების მომარაგება სურსათით; 7. მიწის კანონის დაჩქარებით მიღება; 8. რაიონის მცხოვრებთა მიერ მთაში საქონლის გარეკვის უზრუნველყოფა მოსალოდნელი თავდასხმების შემთხვევაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 მარტს თურქეთის სახელმწიფოს ულტიმატუმი სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელის დასკვნა გადაგზავნეს ტრაპიზონიდან თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს ტრაპიზონში ატყობინებდა, რომ სეიმის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა 26 მარტს და გადაწყვიტეს, ოტომანთა დელეგაციის ულტიმატუმთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყვნენ. ასევე სწერდა, რომ ტრაპიზონში მიემგზავრებოდა სახალხო განათლების მინისტრი უსუბეკოვი და სეიმის მდივანი კანტემიროვი. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.