ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ფავრის პანსიონში მას დაუწერია პატარა ესკიზი „რამდენიმე დღე სოფლად“.

1936

ტიპი: განათლება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, პირველადი ცოდნა მომავალ მწერალს ძველ ქართულ ენისცოდნეთა ოჯახში მიუღია.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამის რევაზ თარხნიშვილს დიდი გავლენა ჰქონია შვილების აღზრდაზე.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი).

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა ბაბუა, ვახტანგ ბაგრატიონ-დავითაშვილი.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა, სოფიო ბაგრატიონ-დავითაშვილი.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოვიდა ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მოთხრობების საიუბილეო გამოცემა.

1870

ტიპი: ღონისძიება

ეკატერინე გაბაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1870 წელს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის იანვარში ჟურნალში „ჯეჯილი“ გამოცემულ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მოთხრობათა კრებულს ერქვა „თაიგული“.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წელს გარდაიცვალა ანასტასია თუმანიშვილის მეუღლე გიორგი წერეთელი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მეუღლე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლმა საყმაწვილო ჟურნალში „ჯეჯილი“ გამოსცა თავისი საყმაწვილო მოთხრობების ნაწილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ „საქართველოში“ დაიბეჭდა მისი ფელეტონი „ესეც ჩვენი სპეკულანტები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ჟურნალში „სახალხო საქმე“ დაიბეჭდა მისი ფელეტონი „კანდიდატები ვართ“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუწერია ოთხი ფელეტონი: „სინამდვილესთან დაახლოვებით“, „კანდიდატები ვართ“, „წამართვეს“ და „ესეც ჩვენი სპეკულანტები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მისი ფელეტონი „სინამდვილესთან დაახლოვებით“.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი თავის საპატიო წევრად აირჩია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუარსებია საზოგადოება „სხივი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ფრანგულიდან უთარგმნია ლაბაშის პიესები, „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო“ და „ბაქიბუქობა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას გამოუცია შემდეგი თხზულებები: საყვაწვილო წიგნი „მოლაღური“, „ხუთი ამბავი“, „გუსტავ ვაზა“, „ცხოველების გამჭრიახობა“, „საბავშვო თეატრი“, „დრონი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მისი მოთხრობა „რძალ-მული“ დაიბეჭდა ჟურნალში „ივერია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა მის მიერ თარგმნილი „რობინზონ კრუზო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა მისი „ხატაურა“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წელს ეკატერინე ღვინიაშვილი იყო ისაია ფურცელაძის მეუღლე.