ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51043

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო წრის სატერმინოლოგიო სექციისთვის სხვადასხვა ხელნაწერის საჭიროების საკითხი. ხელნაწერები საზოგადოების მუზეუმში იყო დაცული. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარა მიხეილის ასული ქარცივაძის თხოვნა წიგნის მაღაზიაში პრაქტიკანტად გამყიდველის თანამდებობაზე მიღების შესახებ. ის თანახმა იყო თვეში 100 მანეთად ემსახურა. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს კანონშემოქმედებითმა განყოფილებამ ნოე ჟორდანია მიიწვია სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ დამატებები და შესწორებები 8-საათიანი სამუშაო დღის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის გამგეობამ საზოგადოების გამგეობას ხელნაწერების უნივერსიტეტში გადატანის ნებართვა სთხოვა. ხელნაწერებით სარგებლობის უფლება გარეშე პირებსაც ექნებოდათ. გამგეობამ მათ ხელნაწერების გამოყენების ნება დართო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის პასუხისმგებლობით. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზდანოვიჩის ნაანდერძევი სახლის გაყიდვის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა საკითხის განსახილველად ანდერძის ნების აღსმრულებლებისთვის შეტყობინება გაეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს უნივერსიტეტთან არსებული „სამეცნიერო წრის“ სატერმინოლოგიო სექციის თხოვნა საზოგადოების მუზეუმში დაცული სხვადასხვა ხელნაწერის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობამ სატერმინოლოგიო სექციის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს თხოვნა ვლადიმერ გობეჩიას ნეშთის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა გობეჩიას ნეშთი პანთეონში, კიტა აბაშიძის საფლავის გვერდით დაეკრძალათ და შეემუშავებინათ საერთო სახელმძღვანელო გეგმა მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გამგეობის წევრი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით, ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განაგრძო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა მთავრობის გადადგომისა და ახალი მთავრობის შექმნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე წერეთელი, კალენიკ ქავთარაძე, ივანე ჩერქეზიშვილი და ალექსანდრე ახმეტელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიას დაევალა ახალი მთავრობის შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ საბჭოს მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ყოფილი მინისტრები რჩებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში მხოლოდ მთავრობის განცხადება იყო გადადგომის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროს საქმეთა კომისარი ევგენი პეტრეს ძე გეგჭკორი თბილისის ტიპოგრაფიული დაწესებულებების მფლობელთა და ბეჭვდითი საქმის მშრომელების საქმის განმხილველ სხდომას თავმჯდომარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიღებულ ცნობას „გაფიცვის დღეების განმავლობაში მუშათა შრომის სრულად ანაზღაურების შესახებ“ ხელს მაქსიმე ბერძნიშვილი აწერდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს საბიბლიოთეკო კომისიის შემადგენლობა: ოლღა სოლოღაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს სარედაქციო კომისიის შემადგენლობა: რაჯდენ არსენიძე, მელიტონ რუსია, გრიგოლ ნათაძე, სამსონ ფირცხალავა და გრიგოლ ვეშაპელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს იესე ბარათაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა დღის წესრიგი: 1. შემოსული კანონპროექტების გადანაწილება სათანადო კომისიებში 2. სახელმწიფო კონტროლიორის არჩევა 3. საბიბლიოთეკო კომისიის არჩევა 4. სარედაქციო კომისიის არჩევა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი საქართველოს სამხედრო გზაზე სპეციალური სადარაჯო რაზმის დაარსების შესახებ, გადაეცა ადგილობრივ მმართველობის, თვითმმართველობის, სამხედრო და საფინანსო კომისიებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მილიციის მოსამსახურთა საშტატო ანაზღაურების გაზრდის შესახებ, გადაეცა საფინანსო და ადგილობრივი მმართველობის კომისიებს.