რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გიორგი გიორგიძემ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობის შესახებ განაცხადა და ის მიიწვიეს როგორც კერძო პირი თბილისიდან, რადგან არ იცოდნენ, რომ სამტრედიის გიმნაზიის მასწავლებელი იყო. თუმცა მიწვევა წესების დაცვით შესრულდა. ხელს აწერენ დირექტორი ზ. კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი პ. რცხილაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ჭავჭავაძე მათთან შეუთანხმებლად სასწავლო წლის დასაწყისში სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დაამტკიცეს 1916 და 1917 წლების ანგარიშები. სხდომაზე გადადგა ძველი გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, და ახალი აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს არჩეულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ახალმა გამგეობამ, ტროფიმე ჯოხთაბერიძის შედგენილი 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი სამკითხველო ქალაქის თვითმმართველობას გადასცა. თვითმმართველობამ არ ჩაიბარა, შესაბამისად სამკითხველო დაიხურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გიორგი ნანეიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სპირიდონ კედია და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ს. ჯაფარიძეს, მდივან პ. საყვარელიძეს, დამხმარე გ. ნანეიშვილსა და წევრებს: გ. რცხილაძეს, ს. კედიას უნდა განეხილათ მთავრობის კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს საუწყებო კომისიის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი ლასხიშვილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს ატყობინებს, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ისტორიული მნიშვნელობის არქივი გადაეცათ საზოგადოების თავადაზნაურობის მამულის გამგე ბ. მამრაძისა და ყოფილი მდივან ბ. ი. ზურაბიშვილისგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლად არჩეულმა გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 48 საქმე განიხილა. ფაქტი დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეების ჯამაგირების დაკმაყოფილების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ივანე გიორგის ძე ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. მას 4 თვით შეუმცირდა თბილისის რევოლუციური ტრიბუნალის მიერ მისჯილი პატიმრობა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ვარდენ საყვარელიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. უარი ეთქვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ავტომობილის საჭიროების თაობაზე. დაადგინეს, ერთი ავტომობილი მიეცათ სასამართლოს უწყებისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა საპყრობილეთა უწყებისათვის მომარაგების კომიტეტიდან რამდენიმე ნივთისა და საქონლის მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 86 ბრძანებით ბენიამინ მარტიროსის ძე არუტინიანი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 87 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგი დრენიკიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 88 ბრძანებით დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის გიმნაზიის გერმანული და ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 88 ბრძანებით ნინო ილარიონის ასული დვალიშვილი ახალი მარტვილის გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით ნიკოლოზ ლუკას ძე დუმბაძე ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.