ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოზურგეთის კომერციული ბანკის, „ოზკომბანკის“ საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებდა, რომ ბანკის აქციებზე ხელმოწერა დაიწყო 5 იანვრიდან და გაგრძელდებოდა 30 იანვრამდე. ხელმოწერები მიიღებოდა: ოზურგეთში − საურთოერთო ნდობის საზოგადოების ბანკში, ქუთაისში − დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ფოთში − აქციონერულ სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ბათუმში − კონსტანტინე სიკოს ძე ტუღუშთან და ივანე დავითის ძე გოთუასთან, ლანჩხუთში − თეოფანე პეტრეს ძე სიხარულიძესთან, ჩოხატაურში − ფიადორ ბიჭიას ძე ჩხიკვიძესთან და მასიკო ნიკოლოზის ძე ცინცაძესთან.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის საქმეს დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და ვასილ ყიფიანი მედიატორობდნენ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილმა ქართული მოძრავი ასოები შეადგინა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილი პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს რაჟდენ ჯაჯანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, რაჟდენ ჯაჯანაშვილმა „საარითმეტიკო ნარკვევი“ შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძემ ქართული წერა-კითხვის სწავლების მეთოდური სახელმძღვანელო შეადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 მარტს ცხინვალში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში ნატო გაბუნია-ცაგარლისა, დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ერისთავი, სოფრომ მგალობლიშვილი და ალექსანდრე ჩოფიკაშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ალექსანდრე ნათაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პეგაგოგი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ მიხეილის ძე უგულავა ავრცელებს ინფორმაციას ივანე ოტიას ძე ქაჯაიას გარდაცვალების შესახებ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული სიხარულიძისა ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძის მეუღლე იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 მარტის „დროებაში“ სხვავის მონასტრის შესახებ ესტატე მჭედლიძის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 მარტის „დროების“ ცნობით, ლევან ჟღენტმა ასკანის სკოლის ბაღს სხვადასხვა ყვავილის ნერგი აჩუქა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის ინციატივით ხორასნის მაზრის გამოსაკვლევად გუსტავ რადე, სმირნოვი და კონშინი გაგზავნეს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დესპინა გიორგის ასული ჩხეიძე ნიკოლოზ (კოლია) დავითის ძე ჩხეიძის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე ნიკოლოზ ჩხეიძის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მინღა გლახუას ასული ჩხეიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძის მეუღლე იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-12 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე სოფ. თავასის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ზამთრის ღამე“ და „სურათი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს გიორგი დავითის ძე კლდიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (გოფანთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაშუ მისწერა, რომ სიკვდილის წინ ანდერძს დაწერდა, შევარდნაძე და გორბაჩოვი ოჯახებიანად გაენადგურებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.