ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა ქართულად თარგმნა და წიგნად გამოსცა „მშვენიერი ელენე“ და „ჟორჟ დანდენი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“, რომელშიც ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ქართველი ბელეტრისტების, ლავრენტი არდაზიანის, დანიელ ჭონქაძის და რჩეულიშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა დიდი ღვაწლი გასწია უმაღლესი სასწავლებლების დასაარსებლად თბილისში.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში გიორგი თუმანიშვილი საურთიერთო ნდობის საზოგადოების დირექტორად აირჩიეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-90-იან წლებში თბილისის სომეხთა საზოგადოებამ გიორგი თუმანიშვილი ქალაქის ხმოსნად აირჩია.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-იანი წლებიდან გიორგი თუმანიშვილს ქართული თეატრის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ის მუდმივად წერდა თეატრის შესახებ. მისი ნაწერები პატარა წიგნაკებად იბეჭდებოდა: „როგორ აიდგა ფეხი ქართულმა თეატრმა“, „ჩვენის თეატრის საქმე“ და სხვ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს გიორგი თუმანიშვილმა დააარსა გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, რომელთანაც თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ზდანოვიჩი, გიორგი ლასხიშვილი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-80 წლებში გიორგი თუმანიშვილი ქართული თეატრის პირველი მუდმივი დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა დიდ გაზეთებთან: „გოლოს“, „პორიადოკ“ და „მოლვა“, სხვა წლებში კი − გაზეთებთან „რუსკიე ვედომოსწი“ და „პრავო“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს გიორგი თუმანიშვილი ჟურნალ „რუსკაია მისლ“-თან თანამშრომლობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-85 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალთან „ვესტნიკ ევროპი“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879-1880 წლებში გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა რამდენიმე ალმანახი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ დახურვის შემდეგ გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა წიგნაკები კავკასიის უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებ და „დახასიათებანი და მოგონებანი“ 3 ნაწილად.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში გიორგი თუმანიშვილმა პეტრე უმიკაშვილთან, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ბესარიონ ღოღობერიძესთან ერთად დააფუძნა ამხანაგობა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართველ მწერალთა თხზულებების გამოცემა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 66 წლის ასაკში ლოგინად ჩავარდნილმა გიორგი თუმანიშვილმა ქართველ მსახიობთა დღისთვის პატარა შენიშვნა დაწერა, რომელიც გაზეთში ვერ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-84 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“ ვანო მაჩაბლის რედაქტორობის პერიოდში. ის ყოველთვე რუსეთის ცხოვრების მიმოხილვას წერდა.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა სასამართლო უწყებაში დაიწყო სამსახური.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს გიორგი თუმანიშვილმა ოდესაში სწავლა იურიდიულ მეცნიერებათა ხარისხით დაამთავრა.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი საგლეხო რეფორმების განხორციელებისთვის მუშაობდა.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილის ფსევდონიმი ბირთველისძე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1854 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი დაიბადა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მწერალი მიხეილ თუმანიშვილი გიორგი თუმანიშვილის მამა იყო.