ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1919

ტიპი: თანამდებობა

თელავის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად.

1919

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში დაწყებით კლასებს ასწავლიდა პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით.

1919

ტიპი: თანამდებობა

თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იყო ნ. გოგიტიძე, საქმისმწარმოებელი კი – ვალერი კიკნაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა იყო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი.

1919

ტიპი: განათლება

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის ინფორმაციით, მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი სახელმწიფომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ქსენია ისაკის ასული ლეჟავა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლებში ეკატერინე სილიბისტროს ასული გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ მინაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე იყო გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ტერეზა ფრანცის ასული იმნაიშვილი საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს ითხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი 1919 წელს 16-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს რაჟდენ, მარკოზ და მიტროფანე გიორგის ძე კონტრიძეები, მიხეილ ეგნატეს ძე კონტრიძე და ნოე ბეჟანის ძე კვირკველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს დიომიდე ანტონის ძე გობრონიძე, მიხეილ მახარებლის ძე გობრონიძე, გიორგი ხოსოს ძე გოგოლაშვილი, ივანე საბას ძე ვაშაყმაძე და ვარლამ გაბრიელის ძე ვასაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს გიორგი პავლეს ძე ცინცაძე, იაგორ ნიკოლოზის ძე ხომერიკი, ევტიხ ივანეს ძე ხორომანსკი და არტემ იოსების ძე ხავთასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს ლეო ივანეს ძე სალუქვაძე, გიორგი იასეს ძე სურგულაძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, სამსონ მიხეილის ძე ურუშაძე და გიორგი ბეჟანის ძე ქილიფთარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს სანდრო ანტონის ძე ქავჟარაძე, სამსონ და ნიკოლოზ ივანეს ძე შავიშვილები, დიმიტრი მაქსიმეს ძე შარაშენიძე და იაკინთე შავარდენის ძე ცეცხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე რამიშვილი განათლების მინისტრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იყო ი. კუჭუხიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ვაჟთა ოთხკლასიანი გიმნაზიის გამგის თანამდებობის დროებით აღმასრულებელი იყო ნიკ. წილოსანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე იყო ეკატერინე მათეს ასული ფხაკაძე.