ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ რუსულად თარგმნეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფიის“ გამოცემას წინასიტყვაობა დაურთეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფიას“ დაურთეს 530 შენიშვნა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს მოსე ჯანაშვილმა და მისმა კოლეგებმა ვახუშტი ბატონიშვილის „მცირე ღეოღრაფია“ გამოსცეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ხრისტომათია“ გასაყიდად გამოვიდოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, რომელიც შეიცავდა მისი ახალი ლექსის, „დაუდეგარი ღამის“, პირველ ვერსიას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 7 ივნისისთვის გადაიდო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგი ფიზიკოსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ევროპის ბაღში ფიზიკოსმა დერინგმა ნისლოვანი სურათების გამოფენა გამართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჭყონიამ სამუშაო ოთახი გაბრიელ თამამშევვის სახლში იქირავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ან-ბანის ფსევდონიმით ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „შიოლა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესსა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „იძულებითი პრინციპი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 1 ივნისის „დროების“ ცნობით, იონა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის ნაშრომების განხილვა დაიწყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიიის „ვიქტორ ჰიუგო“ დასასრული დაიბეჭდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს ეროვნული კრების წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იასონ ილიას ძე ამაშუკელმა 40 მანეთი და 65 კაპ. შეაგროვა და სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ- სამკითხველოს გაუგზავნა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიას საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-95 წლებში იაკინთე თედორეს ძე კანდელაკი მელაურის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1910 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.