ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47795

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის საბჭომ მოისმინა მოხსენება რეინვალდსისთვის საკონცესიო საფუძველზე შავი ზღვის ნაპირებში ზღვის ღორების ჭერის უფლების მინიჭების შესახებ. საბჭომ დაადგინა, ნება დაერთოთ. გადასახადთა განყოფილებას წინადადება მიეცა, ამ დადგენილების საფუძველზე ცვლილება შეეტანა ხელშეკრულებაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბერს ვარლამ ალექსის ძე რუხაძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიას თავისი სტამბისთვის საბეჭდავ საქმეთა ნაწილის გადაცემა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბერს სოფიო ნესტორის ასული თაქთაქიშვილი თხოვნით მიმართავს დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ადგილი მისცენ კომისიის კანცელარიაში მანქანაზე გადამწერის ან სხვა ნებისმიერ თანამდებობაზე. 1918 წლის 10 დეკემბერს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე სწერს მას, რომ კომისიაში ჯერ-ჯერობით ადგილი არ არის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 იანვარს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე ირაკლი ურუშაძეს დეპეშას უგზავნის და კატეგორიულად მოითხოვს, რომ დუშეთის სამაზრო საარჩევნო კომისიაში დაუშვან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წელს მარო მაყაშვილმა ლადო გუდიაშვილი გაიცნო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მარო მაყაშვილი ნინო აბაშიძე-ორბელიანის დაკრძალვას დაესწრო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ავადმყოფ მსახიობს, მარგარიტა ქილარჯიშვილს დასახმარებლად 6. 75 მანეთი შეუგროვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა ნიკოლოზ გოცირიძის მიერ ნათრაგმნი ერთმოქმედებიანი პიესის „მაღაროს უფროსი მუშა“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა იოსებ იმედაშვილის მიერ თარგმნილი გაბრიელ სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედიის „სიყვარული და თავისუფლება“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე თევდორეს ძე დადვაძის წერილი „ქართველი დედა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ნუ თუ?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ერმალოზის ძე ედილაშვილის ინგილოური ლეგენდა „თამარ დედოფალი და შახაბაზი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „გულს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის არაკი „ნიკორა და შვინდა“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ტრაგედია „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ისტორიული დრამა „მეფე დავით აღმაშენებელი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-3 ნაწილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე-ჯამბაკურ ორბელიანის ნაწერები შეკრიბა და წიგნად გამოსცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში ნატო გაბუნია-ცაგარლის, ტასო აბაშიძისა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ბებრის საღერღელი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის მიერ თარგმნილი ვოდევილის „ბებრის საღერღელი“ 1-ელი ნაწილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ქეთევან ჯაფარიძე, მარო მაყაშვილი და ტასო რამიშვილი, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 22 აპრილს გრიგოლ ლევანის ძე დადიანი თბილისში ჩამოვიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილს საჩხერის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს იოსებ მონადირაშვილის ქალთა და ვაჟთა ხორო ქაშვეთიდან კალოუბნის ეკლესიაში გადავიდა.