ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49953

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ჭავჭავაძე მათთან შეუთანხმებლად სასწავლო წლის დასაწყისში სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დაამტკიცეს 1916 და 1917 წლების ანგარიშები. სხდომაზე გადადგა ძველი გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, და ახალი აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ნოემბერს არჩეულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ახალმა გამგეობამ, ტროფიმე ჯოხთაბერიძის შედგენილი 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი სამკითხველო ქალაქის თვითმმართველობას გადასცა. თვითმმართველობამ არ ჩაიბარა, შესაბამისად სამკითხველო დაიხურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გიორგი ნანეიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სპირიდონ კედია და მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ს. ჯაფარიძეს, მდივან პ. საყვარელიძეს, დამხმარე გ. ნანეიშვილსა და წევრებს: გ. რცხილაძეს, ს. კედიას უნდა განეხილათ მთავრობის კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბერს საუწყებო კომისიის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი ლასხიშვილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს ატყობინებს, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ისტორიული მნიშვნელობის არქივი გადაეცათ საზოგადოების თავადაზნაურობის მამულის გამგე ბ. მამრაძისა და ყოფილი მდივან ბ. ი. ზურაბიშვილისგან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლად არჩეულმა გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 48 საქმე განიხილა. ფაქტი დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება თამბაქოთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეების ჯამაგირების დაკმაყოფილების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება აზერბაიჯანის მთავრობასთან ბონების გამოშვებაზე ხელშეკრულების პროექტის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება კავკასიის სამრეწველო და მეტალურგიულ საზოგადოებასთან დასადები ხელშეკრულების პროექტის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება რევოლუციური ტრიბუნალის ხარჯების დასაფარად კრედიტის გახსნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ივანე გიორგის ძე ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. მას 4 თვით შეუმცირდა თბილისის რევოლუციური ტრიბუნალის მიერ მისჯილი პატიმრობა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ვარდენ საყვარელიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. უარი ეთქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ავტომობილის საჭიროების თაობაზე. დაადგინეს, ერთი ავტომობილი მიეცათ სასამართლოს უწყებისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა საპყრობილეთა უწყებისათვის მომარაგების კომიტეტიდან რამდენიმე ნივთისა და საქონლის მიცემის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება საექიმო-სანიტარული საჭიროებისათვის კრედიტის გადიდების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 14 ნოემბრის მოხსენება ეხება ბათუმის მარინეს სახ. სკოლის მასწავლებელთა ივნისისა და ივლისის თვეების ჯამაგირით დაკმაყოფილებას ათმილიონიანი ფონდიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 86 ბრძანებით ბენიამინ მარტიროსის ძე არუტინიანი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 87 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგი დრენიკიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 88 ბრძანებით დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის გიმნაზიის გერმანული და ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 88 ბრძანებით ნინო ილარიონის ასული დვალიშვილი ახალი მარტვილის გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით ნიკოლოზ ლუკას ძე დუმბაძე ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით თინათინ ვლადიმერის ასული ჩაჩიბაია ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.