ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისს სურამში, ნოდიას ბაღში, წარმოადგინეს რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, რეჟისორი იყო ზაქარია მიხეილის ძე საფაროვი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „გაზაფხულის ნიაღვარი“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 ივლისს ხონში ვალერიან გუნიას მონაწილეობით ნიკოლოზ შიუკაშვილის „მეგობრობა“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „ტლანქი იგივე ნაზია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატია „მიმიკა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „სახალხო სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „არ შეიძლება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის „წერილი რედაქციის მიმართ“, პასუხი ამავე ჟურნალის №25-ში გამოქვეყნებულ ილია ბახტაძის წერილზე „კიდევ პროვინციულ წარმოდგენებზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „ოჯახი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ზარი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმრავლე თუ ღირსება?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისის სამაზრო ერობის გამგეობის წევრი ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლამდე ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი თბილისის სამაზრო ერობის გამგეობის წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ყაუხჩიშვილი გიორგი არადელი-იშხნელის სიძე იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 ივლისის „დროებაში“ გი დე მოპასანის მოთხრობის „რათა ვარ უცოლო“ პეტრე ყიფიანისეული თარგმანი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 ივლისის „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის „ისტორია“ დიმიტრი ბაქრაძის შენიშვნებით დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ქართველიშვილის მეცენეტობით გამოიცა ვახუშტი ბატონიშვილის „ისტორია“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს სოფელ არადეთში გიორგი არადელ-იშხნელს წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ დედა ნინო, ცოლი ალექსანდრა, შვილები − ირაკლი და გიორგი, ძმები − მიხეილ, ზაქარია და კონსტანტინე, დები − თამარ და ანა, რძლები − ირაიდა, ნინო, მერი და სიძე − სიმონ ყაუხჩიშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია იშხნელი გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სამაზრო ერობის გამგეობა იუწყებოდა, რომ 5 თებერვალს გამგეობის წევრ ესტატე გიორგის ძე ავალიშვილს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ორმოცი დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ყაუხჩიშვილის მეუღლე თამარ ნიკოლოზის ასული იშხნელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 ივლისს ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი, როგორც ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 1910 წლის 10-11 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების („მეგობრობა“ და „გაზაფხულის ნიაღვარი“) შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 ივლისს ჭიათურაში ადგილობრივი დრამატული საზოგადოების სცენისმოყვარეებმა სოფრომ ტარუაშვილის, ივანე მგელაძისა და სხვათა მონაწილეობით პიესა „ებრაელები“ წარმოადგინეს.