ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბობრინსკიმ სოფელ ვეჯინში მიხეილ ანდრონიკაშვილისგან მამული იყიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ყვირილიდან ვარძიამდე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ბროშურა „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდან მეთექვსმეტე საუკუნემდე“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ კონსტანტინე ცხვედაძის სტატია „ქარელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, იური ნეჩაევ-მალცოვმა თბილისის წნ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 500 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ილია აბაშიძის წერილი „ჰიმნი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი სვიმონის ძე ბარათაშვილი სვიმონ როსტომის ძე და მინადორა ანტონის ასულ ბარათაშვილების შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სონია ლორთქიფანიძე არჩილ როსტომის ძე ბარათაშვილის დისწული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აქვსენტი გიორგის ძე ლორთქიფანიძე არჩილ როსტომის ძე ბარათაშვილის დისწული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ რაჟდენის ასული ბარათაშვილისა პეტრე სიმონის ძე ბარათაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ასათიანი შუშანა ასათიანის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი და ლავრენტი გიორგის ძე ასათიანები შუშანა ასათიანის ძმები იყვნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეკანოზი გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი შუშანა ასათიანის მამა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ოქროპირის ძე ასათიანი დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია თბილისში ჩამოვიდა. ის მთავრობას აზერბაიჯანთან ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების შესახებ მოხსენებას წარუდგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის ერობა ლოტბარ ძუკუ ლოლუას მაზრის სახალხო სიმღერების ინსტრუქტორად დანიშვნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ძუკუ ლოლუა ზუგდიდში ლოტბარი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი იმყოფებოდა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის პირველ სექტემბერს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ირაკლი სპირიდონის ძე კოკელაძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს მიხეილ კავსაძემ თბილისის ქართული საამხანაგო მომღერალ-მგალობელთა გუნდი შექმნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მარტში შეიქმნა კომისია, რომელსაც ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა უნდა მოეწვია. კომისიის წევრები იყვნენ: კოტე მესხი, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ვალერიან შალიკაშვილი, მიხელ ქორელი, ივანე ბარველი და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 მარტს სახალხო სახლში კოტე ყიფიანის სასცენო მოღვაწეობის 45 წლის იუბილე გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 მარტს ქრისტინე შარაშიძემ ქართულ თეატრში წაიკითხა ლექცია „ქართველი ქალი ახალ ქართულ მწერლობაში“.