რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი, მისი მეუღლე, სხვა სომხები და თათრები, მაგრამ სტუმრების უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე საყოველთაოდ ცნობილი ევროპული ცეკვების გარდა, შესრულდა ქართული და თათრული ცეკვები, რისთვისაც თათარი ქალები საგანგებოდ ჩამოვიდნენ ბაქოდან, აზერბაიჯანის პოლიტიკური აგენტის – ველიქოვის მოწვევით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უგზავნიდა რამდენიმე გაზეთს, რომლის საშუალებითაც გაიგებდა რა ხდებოდა თბილისში მეუღლის გარშემო, თუმცა გაზეთში, რაც ეწერა გარედან დანახული ამბები იყო და ვერ აღწერდა მის შრომასა და გარჯას, რომელსაც სამუშაოს შესრულებაში დებდა. არსად ჩანდა მისი ფიქრი, რომელიც დილიდან საღამომდე თან სდევდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისი უსაყვარლესი წერილები ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად ეძვირფასებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას დანიშნავდა საქართველოს ლეგაციის უმაღლეს კომისრად, ეს შეიძლება ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში ვინმეს გაეპროტესტებინა, მაგრამ თუ სხვას მოავლედნენ მის თანამდებობაზე ქართველების ხმამაღალი პროტესტი მოჰყვებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ისურვებდა მას ისევ თბილისში გაეგრძელებინა მუშაობა, იმედოვნებდა, რომ მომავალში მისთვისაც უფრო ადვილი და საინტერესო იქნებოდა საქართველოში ცხოვრება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო მსოფლიო ისტორიისათვის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ისტორიისათვის. სწორედ ეს იყო თანამედროვე პოლიტიკის გარდამტეხი მომენტი ან სულაც არა, მაგრამ შეიძლება მომავალში გამხდარიყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსი ბერიძე ომში მოკლული ეგონა, მაგრამ ბოლშევიკებს გამოქცევია და თბილისში იყო. იგი ქვეყნის სახანძრო ბრიგადებს ხელმძღვანელობდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე სოფელ ლახუნდარაში დაკრძალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც იმედოვნებს, რომ ევროპა არ დააყოვნებს სომხეთის მიღებას და სომხეთიც მალე იდღესასწაულებს დამოუკიდებლობის ცნობას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ საპასუხო დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის და ასევე ულოცავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი სახალხო მასწავლებლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სიმონ ორჯონიკიძის სახელი ეწოდებინათ იმ სასწავლებლისთვის, სადაც 15 წელი ასწავლიდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ ორჯონიკიძე.