რეგისტრირებული ფაქტები45905
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანამდებობაზე მიწვეული სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა თვიურად 6 000-ის ნაცვლად 9 000 მანეთის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აპრილს განათლების სამინისტრო გორის სამაზრო ერობას სწერდა, მიუხედავად იმისა, რომ გორის სამაზრო ერობამ შეუფერებლად მიიჩნია თავის სკოლაში ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიერ დროებით მიწვეული ზოგიერთი მასწავლებლის დანიშნვა, სამინისტროში შესული ცნობების მიხედვით, მან მაინც არ მიიღო ზომები შესაფერისი კანდიდატების გამოსაძებნად, რის გამოც დ. გიკაევი და მ. სანაყოევი დარჩნენ სასწავლებელში. სამინისტრო სთხოვს გორის სამაზრო ერობას, რომ მიიღოს ზომები, რათა მომავალი სასწავლო წლიდან მაინც მიიწვიონ ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლობის შესაფერისი პირები. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აპრილს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მასოხოვს, როგორც ნდობით აღჭურვილ პირს გორის სამაზრო ერობისაგან ჰქონდა დავალებული სკოლის დათვალიერება და მას არ ჰქონდა უფლება არ დაეშვა იგი სასწავლებელში რევიზიის ჩასატარებლად, მიუხედავად მათ შორის არსებული გაუგებრობისა. აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ უკანონოდ სცნო ჯავის სასწავლებლის გამგის გადაწყვეტილება. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ (ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კახეთში თათბირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 (20) აპრილს მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნეს ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი N278.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობათა საბჭოს მიმართვა მიწათმოქმედების მინისტრისადმი. მიმართვაში მას უხსნიდნენ ქვეყნისთვის მევენახეობის მნიშვნელობას, საბჭოს მისიას და გეგმებს. მათ მინისტრს მთავრობასთან საბჭოს ფინანსურად დახმარების შუამდგომლობა სთხოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს წინანდალში სოლომონ ჩოლოყაშვილმა და გ. წინამძღვრიშვილმა ჩაატარეს კრება, სადაც ისაუბრეს მეღვინე-მევენახეობათა ყრილობის საბჭოს შესახებ. მათ დაარსეს მევენახეობის სარაიონო საბჭო და წარმომადგენლად ვასილ ბერეჟიანი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს თელავში ჩატარდა თათბირი, რომელიც ან. ყაზახაშვილმა გახსნა, მდივანი ე. კაკულია იყო. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, გ. ა. წინამძღიშვილმა და სოლომონ მ. ჩოლოყაშვილმა წაიკითხეს მოხსენებები მათი საქმიანობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საბჭოს დებულების გეგმის უმთავრესი საფუძვლები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე, სოფ. მუკუზანში უნდა გამართულიყო საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კ. ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი მიწისძვრისაგან დანგრეულ გორს ეწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 აპრილს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს სთხოვა დაებრუნებინა გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი (დროებითი მოწმობა N278), რომელიც თავად წარადგინა სამინისტროში 1920 წლის 12 თებერვალს N71-ით. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მარტში საზოგადოების შემოსავალი 685 466. 29 მანეთი იყო, გასავალი – 631 676. 40.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 24 მაისს თბილისში უნდა გახსნილიყო ყრილობა სალიტერატურო ქართულის შესამუშავებლად. ყრილობაზე დასასწრებად საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭოს შუამდგომლობა ვასილ რცხილაძის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. საზოგადოებამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.