ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ვასილ როინაშვილისა და გაიანე წიკლაურის შეტყობინება ნათესავებისა და ნაცნობებისადმი, რომლის თანახმად, 14 ნოემბერს დიდუბის ეკლესიაში, ალექსანდრე როინაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რეზო გაბაშვილის „ღია წერილი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ გრ. ლორთქიფანიძეს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბოლშევიკების სახე“ გამოქვეყნდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვარს „დროებაში" დაიბეჭდა გრიგოლ გორდელაძის პუბლიკაცია „ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი".

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, კუკიის ხიდთან მდებარე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში მიხეილ ბებუთოვის მიერ ქართულად ნათარგმნი კრილოვის იგავები იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს მიხეილ კლიმიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი აწერდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ VIII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ილია ჭავჭავაძე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის წერილი „ამდროული ქართული“ (ორი კონდუქტორის საუბარი ვერის დაღმართზე).

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბარში ბესო მაისურაძის, ვანო იმედაშვილის, ლევან პოღოსოვის და ასოთამწყობ ვანო მჭედლიშვილის მეთაურობით სცენისმოყვარეთა ახალი ამხანაგობა შეიქმნა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 22 აგვისტოს ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 სექტემბერს ქართულ თეატრში ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილისა და სხვათა მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მსხვერპლი“.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816-52 წლებში ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძე ხონის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით თურდოსპირელის თხზულება „საათი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 სექტემბერს ნაძალადევში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას პიესა „ორი გმირი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 სექტემბერს ნოქართა კლუბში ვალერიან გუნიას პიესა „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „ახალი ნაბიჯი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „ცხოვრება“ VI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორი დ. არაყიშვილი, როგორც ლოტბარი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალანიას თხზულება „სევდით ამონაკვნესი“.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859-98 წლებში ლუკა მათეს ძე ბახტაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბერს ქართულ თეატრში წაარმოადგინეს იოსებ გედევანიშვილის პიესა „მსხვერპლი“, რეჟისორი იყო ალექსანდრე წუწუნავა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ აგვისტოს ქალაქის გამგეობის სხდომაზე ქალაქის საბაღო-სატყეო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ქალანთარმა აღძრა შუამდგომლობა, ქალაქის რომელიმე თავისუფალი თანხიდან მოიჯარეების გასასტუმრებლად 800 მანეთი გადადებულიყო, რადგან ხარჯთაღრიცხვაზე მეტი თანხა დაიხარჯა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბრის სცენისმოყვარეთა ამხანაგობა წარმოდგენებს მართავდა ბესო მაისურაძის, დარო ვართანოვისა და გიორგი ჩიქოვანის სახლებში, ასევე ხანდახან ავლაბრის ქალთა სკოლის დარბაზსა და თბილისის პოლკის ყაზარმაში.