ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ ფანცულაიას სტატია ფოთის თეატრის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იერემია გულისაშვილი ქართული სახალხო წარმოდგენების აღორძინების საქმეში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „ქ. ტომსკი, ახალი ფაკულტეტი უნივერსიტეტში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ნოემბერს მძარცველებმა ელენე ანტონოვსკაიას სახლიდან სამზარეულოს ავეჯი და 25 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის ხმოსნად აირჩიეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქალაქ გორში, კათოლიკეთა ქუჩაზე და დახურულ ბაზარში, ორი მამული იყიდებოდა. დაინტერესებული პირები ედუარდ ზაქარიას ძე სააკაშვილს უნდა დაკავშირებოდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე, ქართული წარმოდგენა“ გამოქვეყნდა, რომელშიც დავით კეზელის „სცენები მიროვოი სუდიასთან“ და დავით მესხის მიერ თარგმნილი მელვილის „სიულივან“ იყო განხილული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგანგებო მინდობილობათა მოხელე, იმპერატორის სასახლის ეგერმეისტერი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო გადადგა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართულ დრამატული საზოგადოება მამია გურიელის მიერ თარგმნილ „დემონს“ წარმოადგინდა. სპექტაკლში ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე იმედაშვილი, ანა მესხი და დ. აბდუშელი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმულ ოთხმოქმედებიან კომედია „ალერსთა ბადეს“ წარმოადგენდა. პიესა ქართულად პეტრე უმიკაშვილმა თარგმნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, სერგეი სტრელეცკიმ მასწავლებელთა საერთო კრების შესახებ, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაიმართებოდა, სოფელში მოღვაწე პედაგოგებს წერილით აცნობა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 ივნისის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობა საქართველოში“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ივნისის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობა საქართველოში“, პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 ივნისის „დროების“ ცნობით, ბაკურციხეში, რევაზ ვაჩნაძის სახლში, ქიზიყში კენჭისყრის ჩატარების გამო მიმდინარე დაპირისპირების განსახილველად სოსიკო ორბელიანი, სიღნაღის უეზდის გამომძიებელი და პროკურორის თანაშემწე იმყოფებოდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 ივნისს სიღნაღის მაზრის მოსახლეობასა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გასარკვევადაც იასე ჭავჭავაძე გაემგზავრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 დეკემბერს სამეურნეო ბანკის დარბაზში გამართული დრამატული საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პავლე ყიფიანი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ხმოსანმა ნიკოლოზ ხუდადოვმა თბილისის გამგეობაში შეიტანა განცხადება ნაძალადევში ქალაქის ადგილების იჯარით აღებასთან დაკავშირებული უწესრიგობის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ შიუკაშვილის თაოსნობით გორის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან მუდმივი დრამატული წრე შეიქმნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება საქონლის მოვლა-მოშენებისა და მერძევეობის შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ შიუკაშვილი გორის დრამატული წრის რეჟისორად დანიშნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვარს ვალერიან გუნიას ქუთაისის თეატრში სტუმრობის დროს „ბედის ტრიალი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასაწყისი ივანე გომართელის მოთხრობისა „ზამთარი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 იანვარს სოფიო გოგაშვილის პატივსაცემად წარმოდგენა უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის სტატია „ქართველი ქალი და აკაკი“.