რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აგვისტოს დამფუძნებელი კრების წევრები: ისიდორე რამიშვილი, ივანე ტატიშვილი, გიორგი გაგლოევი მეჯვრისხევში, სახალხო ყრილობაზე, გააკეთებენ მოხსენებებს საქართველოს თანამედრ. მდგომარეობის შესახებ, იუწყება „დროება“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 აგვისტოს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, გიმნაზიის მასწავლებელს სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის, ი. ლორთქიფანიძის და გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სამხედრო უწყების, საავადმყოფოების, ქალაქისა და ერობის თვითმართველობისთვის გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რესპუბლიკის მუშა-მოსამსახურეთათვის ხელფასის მომატების შესახებ. მომატება იწყება 100 პროცენტიდან და მთავრდება 50 პროცენტით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე აირჩიეს საპენსიო წესდების კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზაქარია გურული, ელეონორა მახვილაძე, ილია ფირცხალაიშვილი, ო. სოლოღაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ტერ-სტეპანიანცი, იესე ბარათაშვილი, იოანე გობეჩია, ალექსანდრე ასათიანი. ტექნიკურ კომისიაში აირჩიეს: გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე, მიხეილ კოვალიოვი, მელიტონ რუსია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი, ი. ლორთქიფანიძე და სპირიდონ კედია.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მელიტონ რუსიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი გორის გასაშენებლად თავისუფალი კერძო მიწის ჩამორთმევის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სახელმწიფო ბანკისთვის 50 მილ მან. სესხის მიცემის შესახებ დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და დავით ღამბაშიძე ჩავიდნენ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართება სამინისტროს საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ენფიანჯიანცის თუთუნის ფაბრიკის ძირითადი თანხის გაზრდის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გასულ კვირას ტ. ა. ბეკზადიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ წერს, რომ ერობამ ოზურგეთის ცენტრალური საერობო საავადმყოფოს გამგედ დანიშნა ექიმი ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, ქირურგიული განყოფილების ორდინატორად – ი. უჯმაჯურიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 19 აგვისტოს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი ართვინიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის აღსრულება სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაევალა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდილ თბილისის პროფესიულ კავშირთა თავმჯდომარის, ხელაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმიდან ინგლისის მთავრობის გასვლის შემდეგ პროფ. კავშირთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, რომელიც 7 500 მუშას აერთიანებდა. ორგანიზაციას დროებითი საბჭო ხელმძღვანელობდა, აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კი გრ. აიოლო იყო.