ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ძიძიშვილმა ბახვის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მ. ველისციხელის ლექსი „მგზავრის პასუხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „აკაკისადმი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის სტატია „ვინ იყო ელ. ჩერქეზიშვილი?“

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება ივანე გომართელის მოთხრობისა „ზამთარი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო გოცირიძეს სახალხო სცენაზე მოღვაწეობის ოცი წელი შეუსრულდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 თებერვალს ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის გამართული წარმოდგენის ხაზინადრად ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო გიგოშვილი ქართულად თარგმნიდა თათრულ პიესას „არშინ მალ ალანი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო აღნიაშვილის სტატია „ქართველ მწერალთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „სახალხო მოღვაწენი (გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი)“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა წარმოდგენების მმართველი საზოგადოება დააარსა, რომელმაც მალე საკუთარი სათეატრო შენობა მოიპოვა და სპექტაკლებს სხვადასხვა ენაზე მართავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა შეკრიბა მუშა ხელოსანთა ამხანაგობა, რომელიც სახალხო წარმოდგენებს მართავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა ნაძალადევში, თავის სახლში წარმოდგენა გამართა, შემოსავალი სამრევლო სკოლის გახსნის საქმეს მოახმარა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის დეკემბერში სოფიო ანკარა და მარიამ საფაროვი საბურთალოს თეატრის რეჟსორებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ადგილობრივმა ქართველებმა ვორონეჟში დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილის ორგანიზატორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარგარიტა ქილარჯიშვილის საბენეფისოდ „ახალი მოძღვრება“ უნდა წარმოედგინათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში გიორგი ჯაბაური სახალხო სახლის სცენაზე დასადგმელად ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ ამზადებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 დეკემბერს იოსებ ივანიძემ მეომართა სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად ქუჩაში გამოსულ ქართულ დასს სამხარი გაუმართა. დასმა 600 მანეთი შეაგროვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივნისის „დროებაში“ მიხეილ ფავლენიშვილის ლექსი „უხილავი ძალები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ფელეტონი „გოდივა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის სტატიის „საქართველოს ვაზის“ საინტერესო ცნობების განხილვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „საათნავა და მისი თანამედროვე მელექსეები“დასასრული.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „საათნავა და მისი თანამედროვე მელექსეები“ პირველი ნაწილი.