ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45314

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-12 საკომისარიატოს ხელმძღვანელი არჩილ მათიკაშვილი, კონტროლიორები – ჩხიკვიშვილი და ბერიძე. ბიურო მდებარეობდა ტექნიკური რკინიგზის სასწავლებელში, შერემეტიევის ქუჩაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-8 საკომისარიატოს ხელმძღვანელი იაშვილი, კონტროლიორები – რომელაშვილი და ლომაური. ბიურო მდებარეობდა 1-ელი კომერციული სასწავლებლის შენობაში, 19 თებერვლის ქ. N 82.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-5 საკომისარიატოს ხელმძღვანელი ყურაშვილი, კონტროლიორები – ნიკოლოზ ბარნაბიშვილი და ალექსანდრე ჩიჩუა, ბიურო მდებარეობდა ქალაქის სამკურნალოში, ვორონცოვის ქუჩაზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სარგის კაკაბაძე გარეშეს წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ შესახებ წერს, რომ სახელმწიფოებრიობის და სწორად გაგებული ნაციონალიზმის ინტერესი მოითხოვდა, რომ მცოდნე და გამოცდილი არაქართველი იურისტები, რომლებიც შეისწავლიდნენ ქართულ ენას, დარჩენილიყვნენ საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. ეს მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ სასამართლო უწყებაში გამოცდილი იურისტები ცოტანი იყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ გ. ყ-შ.-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „თელავი“ ქალაქ თელავის გამგეობის საქმიანობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-3 საკომისარიატოს ხელმძღვანელი აკაკი ტყემალაძე, კონტროლიორები – თიკო ნიკოსოღოვი, გაბრიელ ჩიკვაიძე. ბიურო მდებარეობდა ქალთა მე-8 გიმნაზიის შენობაში, ბებუთოვის ქუჩაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს გაიხსნა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე საქართველოს კონსტიტუცია განიხილებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აღალო ათანასეს ძე თუთაშვილის თხოვნა, დიდუბის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ 20 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლთის მაჰმადიანებისთვის გასაგზავნი წიგნების არჩევა ლუარსაბ ბოცვაძისთვის დაევალებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აბელ აბელაშვილის თხოვნა, გაეგზავნათ წიგნები ოლთისის მაჰმადიანებისთვის გადასაცემად. გამგეობა აპირებდა აბელაშვილის თხოვნის შესრულებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტური წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა მიხეილ ხერხეულიძის (კიაზოშვილი) წერილი „კახეთის ვითარება“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დიპლომატები თუ აგიტატორები?“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა ა. ს. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს“, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი აწერს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვარს ხონის მოქალაქე ჭავჭანიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს ტელეგრამით აცნობა, რომ ხონის სემინარიის დირექტორი არ დაემორჩილა განათლების სამინისტროს განკარგულებას და მისი შვილი სკოლის გარეთ დატოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ქალაქ სამსუნიდან ანგორისკენ (ანკარა) ავტომობილებით გაემართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანკარაში გაგზავნილი საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ტრაპეზუნდში ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დელეგაციას ზეიმით დახვდნენ, მათ პატივსაცემად გაიმართა ჯარების აღლუმი, შემდეგ კი გუბერნატორის სასახლეში – ბანკეტი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“.