ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით „სტოლონაჩალნიკის” თანამდებობა მიენიჭა სამსონ ტარიელის ძე წულუკიძეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად დაარსდა განსაკუთრებული კომისია. ამ კომისიის წევრი იყო ნიკოლოზ ჭავჭავაძე.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიაში გლეხთა რეფორმის წარმატებით გატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის კავკასიის დიდი მთავრის წარდგინებით ორი ათასი ვერცხლის მანეთით დაჯილდოვდა და დუშეთის მაზრის მომრიგებელ შუამავლად დაინიშნა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძის დავალებით ზაალ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელი შეადგინა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ზაალ ჭავჭავაძემ შეადგინა ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძემ ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობა მისცა თავისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-1869 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს კლიმენტი ჩიქვანი ნამარნევის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-69 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „დროების“რედაქტორი იყო.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ ვაქირის სკოლაში შეიყვანა სასწავლებლად.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა სწავლა დაიწყო სოფელ ვაქირის სკოლაში.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დილით ადრე მიდიოდა სკოლაში და მხოლოდ მზის ჩასვლისას ბრუნდებოდა შინ.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებლის როლს უფროსკლასელი მკლავღონიერი მოსწავლეები ირგებდნენ და სკოლაშიც ათასგვარი საძაგლობა ხდებოდა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში ყველაფერს ეთმობოდა დრო წიგნების კითხვის გარდა.

1866

ტიპი: განათლება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლობდა.

1866

ტიპი: განათლება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა 50-60-ს აღემატებოდა.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ კოპტონაშვილი 1866 წელს ახალქალაქის მაზრის სოფელ კოთელიაში დაიბადა.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს დაიბადა ვასილ კოპტონაშვილი. იგი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში და მშობლები ყოველანაირად ანებივრებდნენ.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის თებერვალში გორის მაზრის სოფელ ბრეთში დაიბადა შიო ქუჩუკაშვილი (მღვიმელი).

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შიო მღვიმელი დაიბადა სოფელ ბრეთში, 1866 წლის 12 თებერვალს.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა მამა, ილარიონ ქუჩუკაშვილი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს შიო მღვიმელის მამა, ილარიონ ქუჩუკაშვილი იყო მღვდელი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლიდან შიო მღვიმელმა ბავშვობა სოფლებში, ბრეთსა და ვარიანში გაატარა.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა ძმები, გიორგი და სანდრო ქუჩუკაშვილები.

1866

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1866 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა დები, სონა და დუსა ქუჩუკაშვილები.