ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ წულაძის თხზულება „რად დამივიწყე?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ზ. ჭიჭინაძის ახალი შრომანი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე ალექსის ძე ბუქურაულის თხზულება „შამილის სამართალი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს ხაშურის დრამატულ წრეს იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით ისტორიული დრამა „იმერეთის მეფე“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის სტატიის „ჩვენი თეატრი და მსახიობის ტრაგედია“ II ნაწილი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი და ი. ს. სტანიშევსკი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს პავლე ხეთაგაშვილი, ივანე ქორფაშვილი და ტიტე ბურძგლა საბურთალოს სახალხო სახლის გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კიდევ ერთი მსხვერპლი – დეპუტატი ვ. ლ. გელოვანი“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

კაპიტანი იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომში, 1915 წლის 22 მაისს, მოკლეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 მარტს ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად სიღნაღში გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ვასო ალექსის ძე აბაშიძე და სოსო გიორგის ძე ივანიძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აპრილს ავლაბრის თეატრ „პალასში“ უნდა წარმოედგინათ ვანო ივანეს ძე გიგოშვილის მიერ თარგმნილი ოპერეტა „არშინ მალ-ალანი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილი 26 წელი მუშაობდა ექიმად ერევნის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ქუთაისის გიმნაზია დაასრულა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია „ქართველი ექიმები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა თედო დავითის ძე ჟორდანიას სტატია „ძველებური ჩაცმულობა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე ქართული სექციის წევრებად აირჩიეს მარიამ დემურიასი, ალექსანდრე სოლოღაშვილი, ნიკოლოზ გოცირიძე, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, კონსტანტინე ხახანაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 აპრილს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის მომღერალ-მგალობელთა ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა.