ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს ისტორიული დრამა „სამშობლო“ ნინო დავითაშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, ვალერიან გუნიას, იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძის, იუზა ზარდალიშვილის, დავით მგალობლიშვილის, ალექსანდრე შანშიაშვილის, ნიკა ციციშვილის, პავლე ფრანგიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სახალხო კითხვათა საზოგადოების კრებაზე რუსული სექციის წევრებად აირჩიეს ე. დ. არვანიტაკი, ვ. პ. კუზანოვი, ალექსანდრა თხორჟევსკისა, ე. ნ. ჩალენკოვისა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკაკი ნესტორის ძე ფაღავა ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია ვლადიმერ დარჩიაშვილის შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908-09 წლებში ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილმა გამოსცა ჟურნალები „ალიონი“ და „ახალი კვალი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილი 1916 წლის 7 მაისს გერმანიაში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ალექსანდრე შანშიაშვილი ურიელ აკოსტას როლში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის მოთხრობის „შავი წიგნი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მარტში მღვდელი ხარლამპი ხუციშვილი ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის თხზულება „ვინ მიპასუხებს ჭეშმარიტად?!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახაზინო თეატრში ვალერიან გუნიას მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე „სამშობლო“ და „ღალატი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში დიმიტრი ჭიაბრიშვილმა პეტროგრადში რუსულ ენაზე გამოსცა აკაკი წერეთლის რჩეული ლექსები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის ლექსი „მწარე სიცილი...“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის წერილი „ჩვენი კომედიები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის წერილი „უკრაინელი მწერლები“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ლიხაურის საზოგადოების მამასახლისმა პავლე ცინცაძემ გაზეთ ,,ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ლიხაურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველს, კაპიტან ბებურ გურგენის ძე ბებურიშვილს, რომელმაც 400 მანეთად იყიდა მიწა და სკოლას სამეურნეო განყოფილებისათვის შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატული წრის წარმოდგენაში„პატარა კახი“ იუზა ზარდალიშვილი ლევან ქვაბულიძის როლს თამაშობდა, ანა შოთაძე – ტურფას, დ. ძნელაძე – პატარ კახს, მ. კვალიაშვილი – მეფე თეიმურაზს, ვ. მაღრაძე – თამარ დედოფალს, სვიმონ დევდარიანი – გივი ჩოლოყაშვილს, ალ. ქუთათელაძე – რევაზ ბებურიშვილს და სხვ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისს ნაძალადევის თეატრში მსახიობ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად თევ. და ელენე ლობჟანიძეებმა 3-3 მანეთი შესწირეს, ის. გავაშელმა – 2, დ. ელერდაშვილმა – მანეთი, მიხ. სვ. ლობჯანიძემ – 0.50 კაპიკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ისაია, ივანე და მიხეილ ლობჟანიძეებმა 1-1 მან. შესწირეს.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი გადაასახლეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა შალვა მოლაშვილის ლექსი „სატრფოს საფლავთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მნაცაკან ივნეს ძე ისაკოვის (ველისციხელის) ლექსი „გული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „ღამე სტამბოლში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დავით მელიტონის ძე ჩხეიძის (დია ჩიანელის) თხზულება „ტანჯული მგოსანი“.