რეგისტრირებული ფაქტები51658
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სწერს, რომ წარუდგენს ისტორიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის თხოვნას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის ბრძანებით, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწეს ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური წლები.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ასევდიანებდა იმაზე ფიქრი, რომ ქორწინების იუბილე ერთად ვერ გაატარეს, რაც პირველად და უკანასკნელად მოხდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 15 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტში იყო მიწვეული.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ხუთი წელი შვებულების გარეშე მუშაობა ძალიან რთული იყო. შეიძლებოდა მომავალ წელს ადრე წასულიყო სახლში, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში, სახლში გაიწვევდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უცნაური იყო „მგლის ლეკვები“ – მათი ბიჭები ისე გაიზარდნენ, მსოფლიოს პრობლემებზე ფიქრობდნენ და დიდ მებრძოლებს ედრებოდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მუდმივად დაძაბული იყო ცვლილებების მოლოდინში, ელოდებოდა როდის დადგებოდა ცვლილების დრო, რათა სახლში დაბრუნებულიყო და დღესასწაული ოჯახთან ერთად გაეტარებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, მისთვის არავის უთქვამს, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა ხვდებოდა თუ როგორ სახიფათო აღმართს მიუყვებოდა და შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ფეხი გადაბრუნებოდა, რაც ძალიან ცუდ შედეგს გამოიტანდა და უამრავ ადამიანს დააზარალებდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავიანთი სახლის ქართულ ოთახში „წმინდა ნინოს ცხოვრების“ რამდენიმე ეგზემპლარი ინახებოდა. წიგნებს გარედან „სტუდია ბიბლიკა“ ეწერა და შეეძლო წაეკითხა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მთელი გულისყური მიპყრობილი ჰქონდა მეუღლისა და შვილებისკენ, რომლებიც მის წარმოდგენაში ბუხრის პირას ისხდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მადლობა გადაუხადა სახლის ესკიზის გამოგზავნისთვის. მისწერა, რომ შეეძლო წარმოედგინა თუ როგორი იყო მათი სასტუმრო ოთახი, ავეჯი და სხვ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მუდმივი შუამავლები ეყოლებოდათ ლონდონიდან სპარსეთში მიმავალი ოფიცრების სახით, რასაც ბათუმიდან ბრიტანეთისკენ კვირაში ორჯერ მიმავალი საფოსტო გზავნილები დაემატებოდა, რის შემდეგაც მათი კომუნიკაცია უფრო ხშირი და სწრაფი იქნებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს აწვდის მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიას და სთხოვს, დაამტკიცოს იგი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად 1913 წლის 20 აგვისტოდან ამავე გიმნაზიაში. ის წერს, რომ აბდუშელიშვილის ასული არის გამოცდილი მასწავლებელი და რომ კარგად აქვს დაყენებული კლასში სწავლის საქმე, რაც მისი ბავშვების ცოდნიდან ჩანს. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: მ. კაკაბაძე, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ი. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, თევდორე კიკვაძის განცხადება „დედაენის“ შესწორების შესახებ. სახელმძღვანელოს ორივე ნაწილის შესწორებაზე 1-ელი ნოემბრიდან მუშაობდნენ მეთოდე კაკაბაძე, ილია გიგია, ფილიპე მგელაძე, გიორგი ჭუმბურიძე, ვარლამ ბურჯანაძე და თევდორე კიკვაძე. დადგენილების თანახმად, „დედაენის“ შესასწორებლად გადადებული იყო 170 000 მანეთი, აქედან 60 000 ჰონორარის სახით უნდა მიეცათ ზემოხსენებული ექვსი პირისთვის, თითოეული მათგანისთვის თვეში – 2000 მან. გამგეობამ ეს საკითხი დაამტკიცა.