ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებაზე რუსული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ: დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო სამხედრო მოქმედება; რუსეთის რესპუბლიკას გაეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული საქართველოს ტერიტორიები და ხელი შეეწყო გარეშე მტრების შემოსევებისგან დასაცავად რევოლუციური კომიტეტის ჯარისკაცების ბათუმის ოლქში განლაგებისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დატოვების შემდეგ, ნოე რამიშვილი უცხოეთიდან ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ემიგრაციაში ყოფნის დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 17 მარტის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას ნოე რამიშვილის ოჯახი (ისევე, როგორც სხვა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახები) შეჭირვებულად ცხოვრობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს შალვა ზურაბის ძე ელიავა ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს დავით გიორგის ძე შარაშიძე ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფებოდა და საზღვარგარეთ გასახიზნად ემზადებოდა, სპეციალურად გამოეგზავნა ცარიელი ვაგიონები, რათა რკინიგზის გამოყენებით ბათუმში წითელი არმიის ნაწილების შეყვანა დაეჩქარებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ სოფრომის ძე ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ დემოკრატიულ მთავრობას მოეხსნა თავისი ფრონტი საბჭოთა ძალების წინააღმდეგ და საშუალება მიეცა რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში მყოფი ჯარისთვის შესულიყო ბათუმის ოლქში მის დასაკავებლად და გარეშე ძალებისგან დასაცავად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართული მოლაპარაკების მონაწილე რუსეთის ყველა წარმომადგენელი ქართველი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს გერმანე კვაჭაძე ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 19 მარტს იაკობ ფანცხავა აირჩიეს თბილისის ფინსახკომის მოადგილედ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 20 მარტის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ფილიპე მახარაძის წერილი, რომელშიც ის აჭარის ოლქს ავტონომიას აღუთქვამდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მარტს საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებიის სახალხო კომისარი და სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი შალვა ელიავა ბათუმში ჩავიდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 21 მარტს მუშაობას შეუდგნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მოადგილე პოლიევქტო კიკალიშვილი და მდივანი ელიაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 მარტის ოქმის მიხედვით, მელიქიშვილის ქვრივი რუსუდანი სანოვაგით ამარაგებდა ოლღა ჭავჭავაძეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას იპ. ვართაგავა სთხოვს, მიეცეს თავისი წიგნის „ვაჟას კრიტიკული წერილები" ჰონორარიდან, რამდენიც შესაძლებელი იქნება. წიგნი დაიბეჭდა 2000 ცალი. ცალი ღირდა 460 მანეთი. სულ ვართაგავას ერგებოდა 198000 მანეთი, საიდანაც მიღებული ჰქონდა 10000. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ვართაგავასთვის 20000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვასილ ბარნოვი სთხოვს თავისი წიგნის ჰონორარიდან გარკვეულ თანხას, რამდენიც შესაძლებელი იქნება. მწერალს მიღებული ჰქონდა 50000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ბარნოვისთვის 10000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წითელი არმიის წარმომადგენლის თხოვნა. მას თბილისში ამიერკავკასიის სარევოლუციო ლიტერატურის მუზეუმის დაარსება ჰქონდა დავალებული და სთხოვდა საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხუთ-ხუთ წიგნს საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან. 14 სახელწოდების წიგნი ხუთ-ხუთ ეგზემპლარად 9500 მანეთი ღირდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭოთა აღმშენებლობა“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობის სხდომაზე წიგნების გამოცემის საკითხი განიხილეს. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა გამოსაცემი წიგნების სიის შედგენა და გამგეობისთვის წარდგენა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის საკითხი. ბიბლიოთეკა 1921 წლისთვის აღარ ფუნქციონირებდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის დაბრუნების მოთხოვნით განათლების კომისარიატისთვის მიემართა.