ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტრომ ძველი სენაკის ქართული სკოლის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელ გ. ს. ქავთარაძეს თვიურად 80 მანეთი უნდა დამატებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის პედაგოგ კ. გოროზიანს თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. გოროზიანი ხელფასის სახით თვეში 50 მანეთს იღებდა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ერნსტ ლევინთან მოსალაპარაკებლად ნოე ცინცაძე პარიზიდან გერმანიაში ჩაფრინდა და საზოგადო კრებასაც დაესწრო. ცინცაძე ცდილობდა, რუსებთან საბოლოო შეთანხმებისთვის მიეღწია და ამერიკული კომიტეტიდან ფული მიეღო.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძე ფრანკფურტიდან პარიზში წავიდა, იქიდან კი მიუნხენში აპირებდა დაბრუნებას. შეატყობინა, რომ ვისბადენში წამოწყებული საქმე არ იყო დასრულებული.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გიორგი ვეფხვაძის მეთაურობით გერმანიაში „ანტიბოლშევიკური პოლიტიკური კავშირი“ დაარსდა. ორგანიზაციაში მისი საქმიანობა არ ჩანდა, რადგან ისინი ცინცაძისა და ერნსტ ლევინის მოლაპარაკების შემდეგ აპირებდნენ გააქტიურებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ საგანგებო ანკეტით მიმართავს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. თემა ერთადერთია: რას ფიქრობს საქართველოს მოძმე დემოკრატიული რესპუბლიკა კავკასიელ მთიელთა ბრძოლაზე, მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობაზე. გაზეთის ამ ნომრის რესპონდენტები არიან: რაჟდენ არსენიძე, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილისა და მიხეილ ალშიბაიას საქმის შესახებ სასამართლოში ჩვენება მისცა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სპირიდონ კედია შვეიცარიიდან წამოიყვანეს და კლინიკაში დააწვინეს.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ამერიკულ კომიტეტში“ მათ მუშაობას მხარს უჭერდნენ: ნოე ცინცაძე, ევგენი გეგეჭკორი, აბდურახმან ავტორხანოვი, კონსტანტინე კრომიადი და სხირტლაძე. 

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა სეკრეტარიატის თავმჯდომარე აიოლო და მისი მოადგილე ნაკაშიძე ევროპიდან ჩამოსული დელეგაციის დასახვედრად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების პირადი საქმის მიხედვით, ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე ქართული სკოლა „განათლების“ მასწავლებელი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 2 იანვრიდან 1915 წლის პირველ სექტემბრამდე ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის აზნაურთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე დაქორწინდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი, იოსები. ისინი მართლმადიდებლები იყვნენ.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მას ჰქონდა მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევდა, ქართული ენა ესწავლებინა საშუალო სკოლებში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის პირველი სექტემბრიდან 1892 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში მასწავლებლობდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 2 დეკემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირქტორმა კავკასიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთხწლიან სკოლაში უფროს მასწავლებლად დაამტკიცა. ბოცვაძე იქ 1905 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის სექტემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე მსახურობდა ყოფილ სათავადაზნაურო (შემდგომში ვაჟთა მე-7 გიმნაზია) გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის გუბერნიის მე-2 რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე ითხოვდა შუამდგომლობას დაბალ სასწავლებლთა მთავარ-გამგის წინაშე მასწავლებელ მღ. აბიბო ბოჭორიშვილის ჯამაგირის დანაკლისის ასანაზღაურებლად ( 372 ლ. 20 კაპ. ). სამინისტრომ ვერ შეძლო შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ხოლო მთვრობის წინაშე ასეთი უმნიშვნელო თანხის შესახებ შუამდგომლობის აღძვრა უხერხულად მიაჩნდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს ნეოფიტე იერემიას ძე ბოჭორიშვილი სოხუმის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ერეკლე ბურჯანაძე თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.