ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლიდან ქართული გიმნაზიის უფროსი კლასები მეხუთედან მერვემდე მესამე ტექნიკუმად იწოდებოდა. მისი გამგე იყო სეით იაშვილი, მოადგილე – პ. კვირკველია. შენობა მდებარეობდა ყოფილ სახელოსნო სასწავლებელში, ბებუთოვის (ენგელსის) ქ. N50-ში მდებარეობდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გერასიმე დაშნელი, არხიპ დიდებულიძე, ბესარიონ დუნდუა და ზაქარია დედანაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ტირილი დეკემბერში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სანდრო შანშიაშვილის „ტრფობის ნაშთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე მაყაშვილის ლექსები „ღმერთები“ და „ჯამბაზი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის „სასამართლოს უწყება 1920 წელს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა 1920 წელს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას სიტყვა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მილოცვა საქართველოს შეაიარაღებულ ძალას − ჯარს და გვარდიას“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა აკაკი პაპავას მოთხრობათა კრებული „სოლეილ დორ“ (წიგნი პირველი), „სახელოვნო ცენტრის“ გამოცემა, ფასი 300 მან.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სპირიდონ კედია გაზეთ „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა ივანეს ძე თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა მიხეილის ძე ტატიშვილი თამარ ივანეს ასული თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ივანეს ასული თაქთაქიშვილი-ტატიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე აბრამის ძე ნასიძე ნინა ივანეს ასული თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ივანეს ასული თაქთაქიშვილი-ნასიძისა გიორგი თაქთაქიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა ივანეს ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მერიკო თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე (ვანიჩკა) თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ელიზბარის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ისაკის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის დედა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1945 წლებში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ემიგრაციაში საქართველოს სამუზეუმო განძს იცავდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის იანვარში გენერალი ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს მთავარსარდალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ინგლისსა და საფრანგეთთან წინასწარ, ბოლშევიკების შემოსვლამდე, შეათანხმა მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრებისა და ჯარის ნაწილის ქვეყნიდან გახიზვნის საკითხი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვასილ ბარნოვი იუნკერთა სკოლაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა.