ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის „წერილი მოწაფეებისადმი“.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს თბილისის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის პირველი იანვრიდან იაკობ ფანცხავა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903-1918 წლებში იაკობ ფანცხავა იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავა სტატიების რედაქტორად მიიწვიეს გაზეთ „კვალში“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალის“ ყოველ ნომერში იაკობ ფანცხავას სტატია იბეჭდებოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის აგვისტოში გაზეთ „კვალში“ სამუშაოდ მისულ იაკობ ფანცხავას დაევალა გაზეთის კორექტირება, კორესპონდენციების გადაკითხვა და შესწორება.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალში“ მიწვეული იაკობ ფანცხავა ხელფასის სახით ყოველთვიურად ოც მანეთს იღებდა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა მამა, სპირიდონ ფანცხავა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ჰყავდა დედა, მაკრინე იოსელიანი-ფანცხავა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ექვსი წლის ასაკში, იაკობ ფანცხავამ დაიწყო სწავლა ქართულ ენაზე.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომანოზი.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა კარგად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და კლასში ერთხელაც არ დარჩენილა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ნიკო მაღრაძე მათემატიკას ასწავლიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილს ჰყავდა მამა, ივანე გაფრინდაშვილი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა ხშირად სტუმრობდა თეატრს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა გოგოლაშვილი, დავით გამყრელიძე, მ. მატარაძე, გ. პავლიაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 5 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენილ „ჰამლეტზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს სახალხო სახლში გამართულ ლიტერატურულ დილაზე გიორგი ამირეჯიბმა წაიკითხა თავისი თხზულება „ოცნების კიბე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 2 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენილ „მელანიას ოინებზე“.