ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს გაზეთ „ივერიის“ №176-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართულ სახალხო პოეზიის მოყვარეთა მიმართ.“

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 17 თებერვალს გამართულ ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების ყრილობაზე იაკობ ფანცხავა პრეზიდიუმის წევრი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ №1658-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ფიქრი და შენიშვნა“.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს მოხდა ლიკვიდაცია მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიისა, რომლის წევრი იაკობ ფანცხავაც იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ალექსი მირიანაშვილმა ქალაქ სიღნაღის შესახებ წერილი დაბეჭდა გაზეთ „დროებაში“.

1879

ტიპი: სახელი

1879 წელს ალექსი მირიანაშვილის ფსევდონიმი „ანაგელი“ იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავამ თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში სწავლობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გაზეთ „დროების“ №61-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ერთი წიგნის გამო − ძღვნად ქართველ დედებს.“

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 დეკემბერს იაკობ ფანცხავა აირჩიეს ამიერკავკასიის საბჭოთა ყრილობის დელეგატად ბაქოში.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მორიგი კურსი დაამთავრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს იაკობ ფანცხავა იყო თბილისში გამართული საქართველოსა და ამიერკავკასიის მეორე ყრილობის დელეგატი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ალექსი მირიანაშვილის საბავშვო მოთხრობათა კრებული „იგავ-არაკნი“ ხელმეორედ გამოსცა სახალხო განათლების კომისარიატმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის ნაშრომი „ჰაერი, წყალი და მათი თვისებანი (ფიზიკა).“

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წელს გამოქვეყნდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედუკუღმართი ჯალაბობა.“

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქუთაისის გუბერნატორმა სლავოჩინსკიმ კავკასიის მეფისნაცვალს წარუდგინა იაკობ ფანცხავას განსაკუთრებული მოხსენება მოუსავლიანობის შესახებ, რომელიც გვალვის გამო დაემუქრა ადგილობრივ მოსახლეობას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ალექსი მირიანაშვილის „სრული ქართული წერის დედანი“ იოსებ მერკვილაძემ გამოსცა.

1883

ტიპი: მფლობელობა

1883 წელს ზაქარია ჭიჭინაძე ფლობდა გამომცემლობას.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკობ ფანცხავამ შეადგინა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 10 მაისს სახალხო სახლში გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური წარმოდგენის შესახებ.