ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში ბუდუ მდივანმა თურქეთიდან აზერბაიჯანში სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ იოსებ სტალინი და ვლადიმერ ლენინი მიუთითებდნენ, რომ თურქეთთან ყარსის გამო არ ედავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ვლადიმერ ლენინი გეგმავდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების დაპატიმრების შემდეგ ნოე ჟორდანია იძულებული გაეხადათ, მთავრობის სახელით ხელი მოეწერა კაპიტულაციის აქტზე და გამოეცხადებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გამგზავრების წინ, საქართველოს მთავრობამ ვანო სტურუა ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში შალვა ზურაბის ძე ელიავა საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარი და სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გერმანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭინათში დაკრძალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით შექმნეს ბოლშევიკური ხელისუფლების დროებითი ორგანო – რევკომი.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 3 მარტს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 მარტს გიორგი ჩიჩერინმა ანგორაში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელ ბუდუ მდივანს მისწერა, რომ რუსეთი თურქეთს მისცემდა ყარსსა და არტაანს, მაგრამ არა ბათუმს. ბათუმი საქართველოს დარჩებოდა, ალექსანდროპოლი და ერევანი – სომხეთს, ხოლო ნახიჭევანი რუსეთზე გახდებოდა დამოკიდებული.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინა, რომ მას ჰქონდა ნოე ჟორდანიას მიერ სვიმონ მდივნისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა თურქეთს დროებით ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დაკავებას სთხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ვარლამ რუხაძემ მისგან სტამბის შეძენა ან ორი თვით სტამბის ხარჯების აღება შესთავაზა. გამგეობამ უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე და იპოლიტე ვართაგავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ეფროსინე იაკობის ასულმა ჭიჭინაძემ სთხოვა ქმრის ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის წიგნის „ცხელი ქვეყნის ცხოველების“ ჰონორარი. მწერალს 165 000 მანეთი ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის 20000 მანეთი მიეცა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირთა თხოვნა მათთვის აპრილის ჯამაგირის გადახდის თაობაზე. მარტის ჯამაგირი ყველას მიღებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მოსამსახურე პირთათვის აპრილის ჯამაგირი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს თურქეთის მთავრობამ სვიმონ მდივნის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის დაკავების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 მარტს გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის მთავრობასთან კრემლის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ბუდუ მდივანს მისწერა, რომ წითელი არმიის ნაწილები არ უნდა შესულიყო ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის 16 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობას რევოლუციურმა კომიტეტმა კუთვნილი ქონება ჩამოართვა. სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში გამართულ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას დაესწრნენ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი ალექსანდრე სვანიძე, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებული მამია ორახელაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში რუსეთის სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებაზე რუსული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ: დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო სამხედრო მოქმედება; რუსეთის რესპუბლიკას გაეთავისუფლებინა მის მიერ დაკავებული საქართველოს ტერიტორიები და ხელი შეეწყო გარეშე მტრების შემოსევებისგან დასაცავად რევოლუციური კომიტეტის ჯარისკაცების ბათუმის ოლქში განლაგებისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დატოვების შემდეგ, ნოე რამიშვილი უცხოეთიდან ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ემიგრაციაში ყოფნის დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 17 მარტის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას ნოე რამიშვილის ოჯახი (ისევე, როგორც სხვა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახები) შეჭირვებულად ცხოვრობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს შალვა ზურაბის ძე ელიავა ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს დავით გიორგის ძე შარაშიძე ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფებოდა და საზღვარგარეთ გასახიზნად ემზადებოდა, სპეციალურად გამოეგზავნა ცარიელი ვაგიონები, რათა რკინიგზის გამოყენებით ბათუმში წითელი არმიის ნაწილების შეყვანა დაეჩქარებინა.