ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46077

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მუშათა ცენტრალურ კლუბში დაიდგმებოდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივლიანე გვადის ძე გაბუნიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით იყო მართლმადიდებელი, დასაოჯახებელი.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივლიანე გვადის ძე გაბუნია იღებდა ძირითად ჯამაგირს თვიურად 745 მანეთს.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს ივლიანე გვადის ძე გაბუნიამ ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 9 ნოემბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ნიგოითის დაბალი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ დემეტრაშვილისა და გრიგოლ ალშიაბიას საქმის განხილვა 19 მაისისთვის გადაიდო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელი კრების სხდომაზე იუსტიციის მინისტრად რაჟდენ არსენიძე აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში სახალხო განათლების სამინისტრომ დასავლეთ საქართველოს მეოთხე რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს გასარკვევად გაუგზავნა ახალ-სენაკის ნორმალური სასწავლებლის გამგის, ივლიანე გაბუნიას თხოვნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში სენაკის მაზრის ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარ-გამგეს გაუგზავნა ბანძის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის, ივლიანე გაბუნიას ნამსახურეობითი სია და სთხოვდა მის თანამდებობაზე დამტკიცებას.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის პირველი ოქტომბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით მაკვანეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის პირველი სექტემბრიდან ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის ივნისში ივლიანე გაბუნიამ მოისმინა ქ. ქუთაისში სახალხო მასწავლებლებისთვის გახსნილი საზოგადო განათლების კურსები.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო ვლადიმერ ახმეტელს მადლობის წერილს უგზავნის.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 12 ოქტომბრის სენაკის სასკოლო საბჭოს დადგენილების მიხედვით, კავკასიის სასწავლო კომისარიატმა ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დაამტკიცა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 ოქტომბერს ბანძის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ და მშობელთა წრის წარმომადგენლებმა ივლიანე გაბუნია მასწავლებლად აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნის-ივლისში ივლიანე გაბუნია განათლების განყოფილების მინდობილობით ხელმძღვანელობდა სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის მიერ სახალხო მასწავლებლებისთვის გახსნილ ქართული ენისა და მეთოდიკის კურსებზე პრაქტიკულ გაკვეთილებს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტამდე ივლიანე გაბუნიას ჰქონდა თავისუფლება ავადმყოფობის გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში ივლიანე გაბუნიამ მიიღო კერძო მომზადება ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში მელიტონ კელენჯერიძესთან ქ. ქუთაისში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის განკარგულებით ივლიანე გაბუნია ბანძის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 24 მარტს ივლიანე გვადის ძე გაბუნიას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სწერს საქართველოს წარმომადგენელს ლონდონში, რომ საჩქაროდ მოელაპარაკოს ინგლისის მთავრობას, პრემიერმინისტრ ლოიდ ჯორჯს ან ჯონ ტილს მაინც, რადგან ნოტაში მიწერილი საკითხის მოგვარება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც  სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ  საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე სენატის პროკურორ ანტონ გელაზარაშვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორად ვ. ფალავანდიშვილი დანიშნა.