ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მაისს წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „ბაგრატ IV” ვასილ აბაშიძის, ანეტა ქიქოძის, იუზა ზარდალიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი ძმა დავით მესხი სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „რუსთაველი“ ნინო ჩხეიძის, ვალერიან გუნიას და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 16 მაისს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ტაინი სოვეტნიკის სიზმარი“ ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის წერილი 3 მაისს არტისტული საზოგადოების დარბაზში გამართული აშუღების საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 16 მაისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ გაიცნო ზაქარია ჭიჭინაძე.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წელს თედო სახოკიამ გაიცნო ალექსანდრე ჯაბადარი.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარსა და ივანოვს გოლოვინის პროსპექტზე კერძო ბიბლიოთეკა ჰქონდათ გახსნილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძე ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 მაისს სახალხო სახლში გამართული კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენის შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ მარო ბალანჩივაძეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ილია ზოსიმეს ძე რუხაძეს ზაფხულში ხონის თეატრის სპექტაკლებში უნდა ეთამაშა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძეს ზაფხულში ხონის თეატრის წარმოდგენებში უნდა ეთამაშა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე გედევანის ძე გომართელი დასასვენებლად კისლოვოდსკში გაემგზავრა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ექიმი მიხეილ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში ვახტანგ კოტეტიშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის წერილი დუშეთში 7 მაისს გამართული წარმოდგენის შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლუბა პეტრეს ასული სანოძე ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მაისს ხაშურში სოფრომ ტარუაშვილის „მამა და შვილი“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 მაისს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში წარმოადგინეს „ოთხი იმერელი“, რომელშიც ევტიხ თალაკვაძე მონაწილეობდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში ბაქოდან დაბრუნებული შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი კახეთში გაემგზავრნენ წარმოდგენების გასამართად.