ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50672

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის უფროს კლასებში ქართული ენის კლასის მასწავლებლისა და სააღმზრდელო მოვალეობას სოლომონ ანდღულაძე ასრულებდა. მას წაკითხული ჰქონდა უამრავი ქართული წიგნი, მოეპოვებოდა საკუთარი მდიდარი წიგნსაცავი. ლიტერატურას ნაყოფიერად ასწავლიდა, გაკეთილის ახსნის დროს სალიტერატურო ენით საუბრობდა და ამავე ენით ასაუბრებდა მოსწავლეებსაც, რომელთა მოსმენა მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი ჯაბადარის წერილი „ქართული თეატრი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ეროვნული უმცირესობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ჩიჩერინის ნოტა ევგენი გეგეჭკორს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომს გვართმევენ?“

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, დედა ნინო ივანეს ასული, მამა კონსტანტინე იოსების ძე, ძმა ბიქტორ კონსტანტინეს ძე, რძლები ნადეჟდა ნიკოლოზის ასული და პრასკოვია პეტრეს ასული სვიმონიშვილები, დედამთილი ანასტასია ალექსანდრეს ასული და მაზლი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი იუწყებოდნენ, რომ 17 მარტს ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახალციხიდან დეპეშა მიიღო, რომელშიც სოფელ შავშეთის წარმომადგენლები მთავრობას ჯარის გაგზავნისთვის მადლობას უხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის დეკემბერში საზოგადოების შემოსავალი 561 741. 48 მანეთი იყო, გასავალი – 560 880. 73 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ხარჯების დასაფარად სამეურნეო ბანკიდან ერთი თვით 100 000 მანეთის კრედიტის აღება გადაწყვიტეს. ბანკთან მოლაპარაკება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის ეკლესიის საბჭოს თხოვნა პანთეონის გასაფართოებლად საზოგადოების დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო ადგილის შესაძენაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სარეცენზიოდ გადასაცემი წიგნების სიის განხილვა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების მაღაზიიდან 1 076 143. 06 მანეთის წიგნები გაიყიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თებერვალში საზოგადოების შემოსავალი 607 525. 02 მანეთი იყო, გასავალი – 591 497. 19 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ იანვარში საზოგადოების შემოსავალი 342 506. 85 მანეთი იყო, გასავალი – 325 998. 31 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა თავისი წიგნის რედაქტირების უფლების მიცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თევდორე კიკვაძე, სეით იაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების მაღაზიიდან დახმარებებისთვის 17 082. 60 მანეთის წიგნები გაიცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მარტს ტროფიმე ჯოხთაბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ შეეწყვიტათ მის სახელზე წერილების გზავნა ზუგდიდის განყოფილებაში, რადგან ის 1919 წლის ოქტომბრიდან სოხუმში იყო გადასული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ეროვნული უმცირესობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ახალ ავანტიურის წინაშე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი რევაზ იასონის ძე ერისთავი ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის ძმისწული იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.