რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალთა კავშირის შუამდგომლობა პოეტ ნოე ჩხიკვაძის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 მაისის დღესასწაულის ორგანიზება დამფუძნებელი კრების წევრ გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძეს დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 მაისს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი გრიგოლ რცხილაძე კონსტანტინოპოლიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს გამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“. პირველ ნომერში დაიბეჭდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის ტექსტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მას დართული ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920).
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მაისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ლანჩხუთში გაემგზავრა. მისი მოვალეობის შესრულება საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს აკაკი ჩხენკელმა ქართული ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე გრიგოლიასგან ეროვნული გმირების საჩუქრებისთვის განკუთვნილი 100 000 მანეთის სოხუმიდან გამოგზავნის შესახებ დეპეშა მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლგა აგლაძის თხოვნა რაზმისთვის დაარსებული სამკითხველოსთვის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ გამოცემათა თითო ეგზემპლარი უნდა გადასცემოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფრონტისთვის საზოგადოების ყველა გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტეს. წიგნების არჩევა პრეზიდიუმს დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სვიმონ კლდიაშვილის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, სანდრო მაისურაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის 1 000 მანეთი და 1920 წელს გამოცემული საზოგადოების გამოცემების თითო ეგზემპლარი გადაეცათ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მაისს ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში აღნიშნულია, რომ სალომე მიურატის სასახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს და ბოროტმოქმედები დააპატიმრეს და რამდენიმე ნივთი მიურატის რწმუნებულის, მღვდელ ჭანტურიას სახლში იპოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 მაისის გაზეთ „ერთობის" ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის დავალებით კონსტანტინე (კოტე) გორგის ძე ფოცხვერაშვილმა შეადგინა მომღერალთა გუნდი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ გრ. ურატაძემ ანდრეიკა ნოეს ძე ჟორდანია სახ. საბავშვო ბაღის გასაშენებლად დამფ. კრების ს. დ. ფრაქციისგან მიიღო 500 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივნისში ჯარში გაწვეულმა მაღაზიის მოსამსახურემ, ივანე მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მაისის სრული ჯამაგირი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
გორის სამაზრო ერობამ უნდა წარმოადგინოს კანდიდატები ინსპექტორ ივ. სანაყოევის ნაცვლად ჯავის უმაღლეს სასწავლებელში დასანიშნად. 1920 წლის 2 ივნისი. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე. (სახალხო განათლების სამინისტრო 1920 წლის 22 აპრილი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივნისს პოეტმა მაზურკევიჩმა ფრონტის დამხმარე კომიტეტს ომში დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 მანეთი შესწირა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში, სარევიზიო კომისიის მოხსენება, 1920 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში და საზოგადოების ახალი წესდება განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სარევიზიო კომისიის ოქმში წერია, რომ სარევიზიო კომისიამ განიხილა 1915, 1916, 1917, 1918 და 1919 წლების ანგარიშები, რომლებიც წესისამებრ იყო შედგენილი. ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ განყოფილების ძირითადი შემოსავლის წყარო სტამბა იყო, რომელსაც ერთი პირი ხელმძღვანელობდა. ანგარიშს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები მირიან ბასილია და ისიდორე კვიცარიძე.