რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ივანე ჯავახიშვილის „ისტორიის მიზნებისა და მეთოდებისა“ და „ქართველი ერის ისტორიის“ I, II, III და IV ტომების გამოცემის შესახებ. გამგეობამ ჯავახიშვილის წიგნების დასაბეჭდად პირობების შემუშავება პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე შესწორებული „დედაენის“ პირველი ნაწილის 100 000 ეგზემპლარის დაბეჭდვა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ წიგნების გამომცემელ ამხანაგობა „მომავალს“ საზოგადოების ვალი 1808. 50 მანეთი ჰქონდა, ასევე გახსნილი ჰქონდა 20 000 მანეთის ოდენობის კრედიტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი ამხანაგობა „მომავლის“ თხოვნა 9 000 მანეთის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი უზნაძის თხოვნა მის მიერ შედგენილი „რომის ისტორიისა“ და „ახალი ისტორიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ 15 000-15 000 ცალი წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა მაღაზიიდან თვე-ნახევრით დათხოვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მაღაზიის აღწერის შემდეგ ერთი თვით გაეთავისუფლებინა მოვალეობის შესრულებისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადო კრების დადგენილება საზოგადოების თბილისის განყოფილების მუშაობის განახლების შესახებ. გამგეობამ მუშაობის გასაგრძელებლად წევრთა კრების მოწვევა პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემოთავაზება სტამბის შეძენის შესახებ. გამგეობამ ფულის უქონლობის გამო თხოვნაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 ივნისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 28 ივნისის N75 ბრძანებით, თელავის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიასთან არსებულ უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ თინათინ ლომიძეს მიენიჭა უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მათემატიკაში და 1-ლი ივნისიდან დამტკიცდა ამავე თანამდებობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 28 ივნისის ბრძანებით, თელავის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნინო ყაზახიშვილს მიენიჭა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება ქართულ ენაში და 1-ლი ივნისიდან დამტკიცდა ამავე თანამდებობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N79 ბრძანების თანახმად ნიკოლოზ ამბროსის ძე სვანაძე ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N77 ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძეს პედაგოგად ნამსახურობის წლები (1892 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგს ანდრია ანტონის ძე შუბლაძეს პედაგოგად ნამსახურები წლები (1896 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N77 ბრძანების თანახმად, ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არს. უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ლონგინოზ ანტონის ძე ჩიმაკაძეს ჩაეთვალოს პედაგოგად ნამსახური წლები 1896 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 ივნისს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შედგენილი ქართულ-თურქული ლექსიკონის გამოცემის საკითხში დახმარებას სთხოვს (სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი ჯავახეთში ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი იყო. მან შეისწავლა თურქული და შეადგინა ქართულ-ოსმალური სახელმძღვანელო იმ სოფლების მცხოვრებთათვის, რომლებმაც 1628 წელს ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ენა დაივიწყეს).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ ივლისს დამფუძნებელი კრების წევრებმა პავლე საყვარელიძემ, სამსონ ფირცხალავამ, გრიგოლ ვეშაპელმა და ტოპჩიამ ბათუმის მოსახლეობას ანტანტის მიერ ბათუმისა და მისი ოლქის მისთვის გადაცემის შესახებ აცნობეს. ამ ცნობას ხალხი ზეიმით შეხვდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ქალაქ თბილისის მესამე უბნის მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გამგეობისთვის ოლღა ჭავჭავაძის ოფიციალური მზრუნველობის (რადგან მას არ გააჩნდა სათანადო მოვლა-პატრონობა) გადაცემის მოთხოვნით მიმართა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისს რკინიგზის სადგურზე ქობულეთის უხუცესმა გულუ აღა კაიკაციშვილმა ქართულ ჯარს პურ-მარილი მიართვა და მიესალმა საქართველოს ისტორიული საზღვრების აღდგენას. საჩუქარი ჩამოართვა პოლკოვნიკმა სოლომონ გეგელაშვილმა. ხალხმა გამარჯვება უსურვა ნოე ჟორდანიას. მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, რომელმაც ბევრი დაბრკოლება დაძლია და ბათუმი და ბათუმის ოლქი უსისხლოდ შეუერთა საქართველოს; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მემედ აღა გოგიბერიძემ და ბათუმის ქართული გიმნაზიის მოსწავლემ, ცივაძემ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის საბჭოს მდივანი ვასილ ხახანაშვილი დროებით დანიშნეს მთავრობის საქმეების გამგედ და მთავრობის თავმჯდომარის პირველ მდივნად, მას მიანდეს ყველა უწყებათა კანცელარიის რევიზიაც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა მიიღო 5 100 მან., სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მიერ მხედრობისთვის შეგროვებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა.მისი შედგენა მიენდოთ: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძეს და ტიტე ართმელაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ივლისის „ერთობაში“ რეალური სკოლის დირექტორი ი. ფონ ბრენერი მის მიერ დაარსებული სკოლის დახურვას იუწყებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ივლისის N81 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის მასწავლებელ ბენედიკტე მამფორიას ჩაეთვალოს პედაგოგად ნამსახური წლები 1891 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე.