ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 მარტს პოლკოვნიკ ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე ვაჩნაძეს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში „კრებული“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ღვინის მოყვანისა და ყურძნის სხვადასხვა ჯიშის შესახებ ისაუბრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ქართული სახალხო სიმღერების ნოტები იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ ჯიხაიშში დააარსა გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ბანკი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი ხელახლა აპირებდა თავისი „სასოფლო გაზეთის“ გამოცემას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო კეცხოველის წერილი „ბარათი თუშეთზე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ქმრიანი ღვთისშობელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „დაისი N13“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ კაკაბაძის წერილი „სიტყვარის შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „მიწის საკითხი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ინჟინერ ვასილ კაკაბაძის წერილი „სიტყვარის შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დათიკო მესხის „კორესპონდეცია, სოფ. ივანდიდი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძის პედაგოგიური წერილები „ჩვენს დედებს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „მოქალაქეობრივობა და თავისუფლება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის წერილი „რუსული ღორის კანონი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის წერილი „რა საშვალებით უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკლესიის საჭიროებანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის წერილი „აგდებული მასწავლებელი“.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905-07 წლებში ალექსანდრე ნათაძე განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძე სიცოცხლის ბოლო წლებში ნუხის პირველდაწყებით უმაღლეს საქალაქო სკოლაში მუშაობდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე 1886 წელს სოფ. ბახვში დაიბადა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილის ლექსი „ზაფხულის წვიმა“.